სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესია (ვასილევსკის კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესია (ვასილევსკის კუნძული) — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესია (ვასილევსკის კუნძული)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′44″ ჩ. გ. 30°16′27″ ა. გ. / 59.94556° ჩ. გ. 30.27417° ა. გ. / 59.94556; 30.27417
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810170000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVIII საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესია (რუს. Благовещенская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულზე. აგებულია XVIII საუკუნეში. ტაძარი შენდებოდა 1750-1762 წლებში. აქვს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესის მშენებლობა ვასილევსკის კუნძლის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყეს 1738 წელს წმინდა სინოდის კურთხევით. მშენებლობისთის სახსრები გაიღო სანქტ-პეტერბურგელმა ვაჭარმა იროდიონ სტეფანეს ძე ჩირკინმა. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1742 წელ და იგი მიმდინარეობდ ჯუზეპე ტრეზინის პროექტითა და მთვალყურეობით. ტაძარი იდგა 1762 წლამდე. 1741 წელს პირველად აკურთხეს ეგვტერი მოსკოველი წმინდანების პეტრეს, ალექსის, იონასი და ფილიპეს სახელზე, ხოლო მთავარი საკურთხეველი ღვთისმშობლის ხარების სახელზე აკურთხეს 1742 წელს.

ხის ეკლესია დროებითი აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო სახსრები ქვის ეკლესიის ასაშენებლად. ქვის ეკლესია ჩრდილოეთით იდგა, დროებითი ეკლესიის გაუქმების შემდეგ მის ადგილზე აღმარტეს ჯვარი და შემოავლეს გალავანი.

XVIII საუკუნის შუა წლებში ვაჭარმა იროდიონ ჩირკინმა, თავის შვილ, ასევე ვაჭარ ივანესთან ერთად გადაწყვიტა აეშენებინათ ახალი, ორსართულიანი ქვის ეკლესია. მის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს 1750 წლის 24 მაისს ხის ეკლესიის გვერდით. დამკვეთების მოთხოვნის მიხედვით იგი უნდა ყოფილიყო სანქტ-პეტერბურგის ფერისცვალების ტაძრის ანალოგი. მაგრამ მშენებლობა გაგრძელდა დიდხანს, ხოლო ღვთისმსახურება დაიწყო მხხოლოდ 1758 წელს. ტაძრის კურთხევა შედგა 1762 წლის 15 სექტემბერს. 1769 წელს სამრეკლოს აივანიდან ასტრონმიულ დაკვირევებას ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ კურგანოვი. 1780-იან წლებში ააგეს ოთხიარუსიანი სამრეკლო.

1844-1854 წლებში ეკლესია ეკუთვნოდა ნოვოდევიჩის მონასტერს. მასთან ერთად მონასტერს გადაეცა ეკლესიის მთელი სიმდიდრე, ფინანსები, მიწები სხვადასხვა ადგილზე და სამი ხის და სამი ქვის სახლი. მრევლსა და ეკლესიას არაფერი დარჩენია. ამ ფონზე დაიბადა ახალი ეკლესიის აშენების იდეა, მაგრამ 1854 წელს ხარების ეკლესია დაუბრუნდა ძველ მფლობელებს.

1859 წელს ეკლესია მოხატა მხატვარმა რომან ვინოგრადოვმა. 1899 წელს არქიტექტორმა მიხეილ ერემეევმა მცირე პროსპექტის კუთხეში ააგო სამლოცველო. 1862 წელს ეკლესიის 100 წლისთავთან დაკავშირებით, მასთან გაიხსნა ქალაქში პირველი ღარიბთა დახმარების საზოგადოება. იგი განთავსდა თავშესაფარში.

1936 წლის მარტში ეკლესია დახურეს, შენობას განოიყენებდნენ, როგორც საწყობს. 1992 წელს ეკლესია დაუბრუნდა მრევლს, მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.

საკურთხევლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქვედა ტაძარი:
    • მთავარი - ღვთისმშობლის ხარების
    • ჩრდილოეთის - ღვთისმშობლის კვართის
    • სამხრეთის - წმინდა კვიროსისა და იოანეს
  • ზედა ტაძარი:
    • მთავარი - ჯვართააღლების
    • ქოროს - იოანე ნათლისმცემლის
    • კუთხეების - ილია წინასწარმეტყველისა და ღვთისმშობლის კვართის (1805 წლამდე ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და პეტრე მოსკოველის)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Прот. Николай Делицын. Церковь Благовещения Пресвятой Богородицы, что на Васильевском острове // Историко-статистические сведения о С.-Петербургской епархии, ч. II. Соборы и церкви в С.-Петербурге. — С.-Петерб. епарх. историко-статист. комитет, в Синодальной тип., 1878. — Т. VI. — С. 97—120.
  • Барон Э. А. фон дер Брюгген, ген.-майор Н. М. Евреинов. Вып. III. Приходские церкви // Лавры, монастыри и храмы на Св. Руси. С.-Петербургская епархия. — СПб.: Тип. училища глухонемых Вед. учр. имп. Марией, 1909. — С. 35—40.
  • И. И. Дёмкин, протоиерей. Памяти Константина Ивановича Христофорова. — СПб.: Тип. Т-ва "Обществ. польза", Б. Подъяческая, 39, 1912. — 15 с.
  • Храм Благовещения Пресвятой Богородицы, что на Васильевском острове / По благословению Владимира, митрополита Санкт-Петербургского и Ладожского. — СПб., 2001. — 29 с.
  • Никитенко Г. Ю., Соболь В. Д. Дома и люди Васильевского острова / Л. И. Янцева. — М.: Центрполиграф, 2008. — С. 489—490. — 735 с. — ISBN 978-5-9524-3754-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]