სანქტ-პეტერბურგის წმინდა ანას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის წმინდა ანას ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის წმინდა ანას ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის წმინდა ანას ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′41″ ჩ. გ. 30°21′07″ ა. გ. / 59.94472° ჩ. გ. 30.35194° ა. გ. / 59.94472; 30.35194
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი საჭიროებს რეტავრაციას
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810650000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ლუიჯი რუსკა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის წმინდა ანას ეკლესია (რუს. Церковь Святой Анны) — ლუთერანული ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. ეკლესია აგებულია 1775-1779 წლებში. ეკლესია არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანქტ-პეტერბურგში პირველი ხის ლუთერანული ეკლესია ააგეს 1704 წელს (სხვა მონაცემებით 1705 წელს) პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სანქტ-პეტერბურგის ობერ-კომენდანტის რომან ბრიუსის მიერ. ეკლესია ააშენეს წმინდა ანას სახელზე[1]. მოგვიანებით, ერთი ვერსიით 1710 წელს ან, მეორე ვერსიით 1720 წელს ეკლესია გადაიტანეს პეტროვსკის კუნძულზე[2].

ლუთერანები დროებით სალოცავად იყენებდნენ სამთო მრეწველობის კოლეგიის დარბაზს. ამ შეკრებების პასტორი იყო იოჰან შატნერი[3]. გერმანელების სიახლოვეს აქ 1715 წლიდან ლოცულობდნენ ტყვე შვედებიც. 1720 წელს დაიწყეს და 1722 წელს აკურთხეს[4] ცალკე ეკლესის შენობა, რომელმაც მომავალში მიიღო წმინდა პეტრეს სახელწოდება. მოგვიანებით წმინდა პეტრეს კირხე ეწოდა ნევის პროსპექტზე აგებულ ლუთერანულ ეკლესიას.

1740 წელს ძველი ეკლესია შეცვალა ახალმა, რომელსაც 16 ოქტომბერს ეწოდა წმინდა ანას ეკლესია. ეკლესიის ასაშენებელი თანხა გამოყო იმპერატორმა ანა იოანეს ასულმა, პროექტი შეიმუშავა არქიტექტორმა პეტრე ეროპკინმა. ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1735 წლის 3 მაისს და მშენებლობა დასრულდა ხუთი წლის შემდეგ. ტაძარი საზეიმოდ აკურთხეს 1740 წლის 26 ოქტომბერს, ეროპკინის სიკვდილით დასჯიდან ოთხი თვის შემდეგ. ეკლესიის პასტორი კვლავ იოჰან შატნერი გახდა. ეკლესიის ფასადი შეამკეს პილასტრებით.

ფელტენის დაპროექტებული ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე II-ის მეფობის პერიოდში 1775 წლის 20 ივლისს ააგეს ახალი ტაძარი არქიტექტორ იური ფელტენის პროექტის მიხედვით. ეკლესიის კურთხევა შედგა 1779 წლის 24 ოქტომბერს.

1850 წელს წმინდა ანას ეკლესიაში დაამონტაჟეს ორღანი, რომელიც გერმანულმა ფირმამ დაამზადა.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიის მრევლი მოითვლიდა 12 000 ადამიანს, მათ შემადგენლობაში შედიოდა სმოლნის ინსტიტუტის ლუთერანული სარწმუნოების მიმდევარი სტუდენტები. ეკლესიასთან მოქმედებდა, თავშესაფარი, საბავშვო სახლი, საავადმყოფო. ერთ-ერთი უკანასკნელი პასტორი იყო არტურ მალმგრენი, რომელიც 1891 წლიდან 1935 წლამდე ედგა ეკლესიას სათავეში. იგი 1920 წლიდან ხელმძღვანელობდა გერმანულ-შვედურ კონსისტორიას პეტროგრადოს ოლქში[5].

1935 წელს ეკლესია დახურეს, ხოლო 1939 წელს არქიტექტორებმა ალექსანდრე გეგელომ და ლევ კოსვენმა იგი კინოსტუდიად გადააკეთეს, რომელსაც უწოდეს „სპარტაკი“.

1992 წელს ეკლესიაში აღსდგა საკვირაო ღვთისმსახურება, რომელიც გაგრძელდა 1997 წლის სექტემბრამდე[6], პირველი პასტორი პოსტსაბჭოთა პერიოდში გახდა ფრანკ ლოტიჰიუსი[7].

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს მიმდინარეობდა ტაძრის ფასადის რესტავრაცია[8]. 2013 წლის 24 დეკემბერს ხანძრის შემდეგ პირველად გაიმართა ღვთისმსახურება[9]. 2014 წელს ტაძრის წინამძღვარი გახდა ალექსანდრე კუდრიავცევი[10]. 2016 წლისათვის წმინდა ანას კირხეს მრევლი მოითვლიდა მხოლოდ 20 ადამიანს[9]. ღვთისმსახურება მიმდნარეობს ყოველ კვირას 9:30 საათიდან ინგლისურ ენაზე და 15:00 საათზე რუსულ ენაზე.

2017 წლიდან მოქმედებს ლექტორიუმი, სადაც კითხულობენ ლექციებს ფილოსოფიაზე, ისტორიაზე და ფსიქოლოგიაზე[11].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Георги, И. Г. Описание российско-императорского столичного города Санкт-Петербурга и достопримечательностей в окрестностях оного, с планом 1794 - 1796. — СПб.: Лига, 1996. — 528 с. — ISBN 5-88663-003-1.
  • Жерихина Е.И. Литейная часть от Невы до Кирочной. — СПб.: Лики России, 2004. — С. 274-278. — 318 с. — ISBN 5-87417-186-X.
  • Степанов С.Д. Застройка территории Петропавловской Крепости гражданскими сооружениями // Степанов С.Д., Фролов В.А. (составители). Краеведческие записки. Исследования и материалы. Выпуск шестой. Фортификация и архитектура Петропавловской Крепости. — СПб., 1998. — С. 77-119. — ISBN 5-7917-0008-3.
  • Кравчун П.Н. Органы немецких мастеров в петербургских храмах // Немцы Санкт-Петербурга: наука, культура, образование. – СПб: Изд-во «Росток», 2005. С.189-216.
  • Ломтев Д.Г. Хоровые общества при евангелическо-лютеранских церквях Санкт-Петербурга// Обсерватория культуры, 2011, № 2, с. 77–81.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Петропавловская крепость - история и фотографии. walkspb.ru. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  2. Отдел охранной археологии ИИМК РАН Проекты Сытнинская, 9 А. www.rescuearcheo.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-31. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  3. Анненкирхе и Анненшуле в Петербурге (2003-04-12). ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  4. Церковь святой Анны. www.shatunovsky.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-31. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  5. История - St. Anna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-23. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  6. Энциклопедия Санкт-Петербурга. encspb.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-27. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  7. Петрикирхе: лютеранская церковь в истории города на Неве. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  8. Немецкая лютеранская церковь св. Анны - Кинотеатр "Спартак", Классицизм, Архитектор Фельтен Ю. М., Руска Дж., Кирочная ул., 8. www.citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-30. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  9. 9.0 9.1 Петербуржец пожаловался на "пожертвования" за вход в Анненкирхе. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  10. „Как лютеранская церковь стала площадкой для современных художников (Петербург)“. The Village. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  11. „В заброшенной лютеранской церкви Анненкирхе прочтут три бесплатные лекции“. Санкт-Петербург.Ру (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-11-11.