შინაარსზე გადასვლა

სანქტ-პეტერბურგის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 1730, აღადგინეს 23 აპრილი, 2003
გვირგვინი დიდი საიმპერატორო გვირგვინი

სანქტ-პეტერბურგის გერბი — წარმოადგენს სანქტ-პეტერბურგის ოფიციალურ სიმბოლოს. ამჟამინდელი ვარიანტი მიიღეს 2003 წლის 23 აპრილს.

ქალაქის გერბის პირვანდელი ვარიანტი ჯერ კიდევ 1712 წელს, სანქტ-პეტერბურგის პოლკების დროშებზე გამოჩნდა: ოქროს ცეცხლმოდებული გული ოქროსავე გვირგვინისა და ვერცხლის სათავადო მანტიის ქვეშ იყო მოქცეული, ქვედა მხრიდან კი გული ორ პალმის რტოს შორის იყო მოქცეული. გერბის ძირითადი სახე პეტრე დიდის დროს გამოცემული წიგნიდან „სიმბოლოები და ემბლემები“ არის აღებული, ხოლო ცეცხლმოდებული გული კი სანქტ-პეტერბურგის პოლკის შემქმნელმა ა.დ. მენშიკოვმა განათავსა.[1]

სანქტ-პეტერბურგის გერბის ამჟამინდელი ვარიანტი წარმოადგენს ჰერალდიკურ წითელ ფარზე, ორ ერთმანეთზე ჯვარედინად გამოსახულ ვერცხლის ღუზასა (ერთი საზღვაო ღუზაა, რომელიც გერბის ქვემო მარცხენა კიდედან მარჯვნივ დიაგონალურად არის გამოსახული, ხოლო მეორე სამდინაროა) და მათ შორის ვერტიკალურად გამოსახულ ოქროს სკიპტრას, რომელიც ოქროს ორთავიანი არწივითაა დაგვირგვინებული. ფარს ზემოთა მხარეს გამოსახულია საიმპერატორო გვირგვინი, რომლის ორივე მხრიდან გამოდის ანდრეისეული ლაჟვარდოვანი ლენტა. დიაგონალურად კი რუსული სკიპტრებია გამოსახული, რომელსაც ანდრეისეული ლენტა აერთებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]