სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′34″ ჩ. გ. 30°19′16″ ა. გ. / 59.94278° ჩ. გ. 30.32111° ა. გ. / 59.94278; 30.32111
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი აუქმებული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი კარის ეკლესია
თარიღდება XVIII საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია (რუს. Церковь Андрея Первозванного) — გაუქმებული მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობდა კერძო სახლში, რომელიც ააგო არქიტექტორმა ნიკოლაი გერბელმა XVIII საუკუნეში ზამთრის არხის სიახლოვეს ადმირალ ივანე მიხეილის ძე გოლოვინისათვის (1680-1737 წწ.)[1].

ივანე გოლოვინის შვლი, ალექსანდრე გოლოვინი ასევე გალერეების ფლოტის ხელმძღვანელი გახდა და 1757 წლიდან ადმირალია[2]. ამავე წელს, მან ადმირალტეიტეტის შიდა ეკლესიისაგან რამდენიმე ფასეულობა მიიღო[1], რათა საკუთარ სახლში შეექმნა კარის ეკლესია და აღეჭურვა იგი შესაბამისი საეკლესიო ნივთებით. 1757 წლის 27 მარტს, ეკლესია აკურთხეს ანდრია პირველწოდებულის სახელზე[1].

1762 წლის გაზაფხულზე ეკლესია დროებით დახურეს.1766 წელს ადმირალი ა. ი. გოლოვინი გარდაიცვალა. მისი ქვრივი საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში, ხოლო ეკლესია გააუქმეს. აღნიშნული კარის ეკლესიის სიმდიდრეებზე ისტორიული წყაროები არ საუბრობენ[1]. უცნობია, როგორც ადმირალ გოლოვინის მიერ ადმირალტეიტის მიერ მიცემული ქონების, ასევე ამის მერე შეძენილი ქონების ბედი.

ა. ი. გოლოვინის ქალიშვილი ეკატერინა ალექსანდრეს ასული მამის დანატოვარ სახლს ზამთრის არხის პირზე, ფლობდა 1769 წლამდე, მათ შორის მას შემდეგაც, რაც იგი ცოლად გაჰყვა თავად ნიკოლოზ მიხეილის ძე გოლიცინს. მისი გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით სახლს ფლობდა დაქვრივებული თავადი, ხოლო 1792 წლამდე მათი შვილი, ცნობილი მფლანგველი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე გოლიცინი (1769–1817 წწ.)[1].

თავად შენობა, რომელშიც 1757-1766 წლებში მდებარეობდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ადმირალ გოლოვინის კარის ეკლესია, 1913 წელს გადააკეთეს მოდერნის სტილზე არქიტექტორ იპოლიტ პრეტროს პროექტის მიხედვით[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Антонов В. В., Кобак А. В. Святыни Санкт-Петербурга: Христианская историко-церковная энциклопедия. — СПб.: Лики России, 2003. — ISBN 5-87417-114-2.
  • Черепенина Н. Ю., Шкаровский М. В. Православные храмы Санкт-Петербурга, 1917–1945 гг. / Гл. ред. Цветков С. В. — Рус.–Балт. информ. центр «Блиц», 1999. — С. 178. — 368 с. — 2000 экз. — ISBN 5-86789-025-2.
  • Военная энциклопедия. /Новицкий В. Ф., Шварц А. В., Апушкин В. А. и др. СПб.: 1911—1915. — Т. 7. ГИМ-ДВИ. — СПб.: 1912, С. 379.
  • Петров П. Н. История Санкт-Петербурга с основания города до введения в действие выборного городского управления по учреждениям и губерниям. 1703–1882. — СПб., 1888. — С. 568. — 846 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]