სანტრალისტანბული
იერსახე
სანტრალისტანბული (თურქ. Santralİstanbul) — სამუზეუმო კომპლექსი ოქროს რქის ზემო ნაწილში სტამბოლის ეიუფის უბანში, თურქეთი. ცენტრი გაიხსნა 2007 წელს და შედგება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისგან, ენერგიის მუზეუმისგან, ამფითეატრისგან, საკონცერტო დარბაზისა და საზოგადოებრივი ბიბლიოთეკისგან, რომელიც სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის კამპუსზე მდებარე ოსმალეთის იმპერიის ყოფილ პირველ ელექტროსადგურში განთავსდა.
სანტრალისტანბულის შენობები, რომლის საერთო ფართი 118 მ²-ია განლაგებულია ყოფილი სილაჰტარაჟას ელექტრო სადგურში, რომელიც 1914-1983 წლებში სტამბოლს ელექტროენერგიას აწვდიდა. კომპექსის სახელი „სანტრალ“ თურქულად ელექტროსადგურს ნიშნავს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- SantralIstanbul official website (in Turkish)
- Hayal Saati (in Turkish)
- Smith, Sarah-Neel (September 2007). „Managing Utopia - Can Santralİstanbul realize its grand ambitions?“. Nafas Art Magazine.