სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი
Frente Sandinista de Liberación Nacional

სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი
ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
ლიდერი დანიელ ორტეგა
დაფუძნდა 23 ივლისი, 1961
იდეოლოგია სანდინიზმი,
დემოკრატიული სოციალიზმი,
მარქსიზმი,
ლენინიზმი
ეროვნული ასამბლეა
63 / 92
www.fsln-nicaragua.com

სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი — მემარცხენე პოლიტიკური პარტია ნიკარაგუაში. სახელწოდება „სანდინისტები“ ეწოდა ნიკარაგუელი რევოლუციონერის აუგუსტო სესარ სანდინოს პატივსაცემად. პოლიტიკური პარტია დაარსდა 1961 წლის 23 ივლისს ტეგუსიგალპაში, რადიკალურად განწყობილი სტუდენტების მიერ. სათავეში ჩაუდგნენ კარლოს ფონსეკა, სანტოს ლოპესი, ტომას ბორხე, სილვიო მაიორგა, ხორხე ნავარო და სხვები. თავდაპირველად პარტიას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი ეწოდებოდა. თანამედროვე სახელწოდება კი 1962 წლის 22 ივლისს მიიღო. 1976 წელს კარლოს ფონსეკას გარდაცვალების შემდეგ პარტია ერთიანი ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა და დაიყო სამ ფრაქციად. სამივე მათგანი აგრძელებდა ბრძოლას საკუთარ მეთოდებით მთავრობის დასამხობად. 1979 წლის 7 მარტს, ჰავანაში ჩამოყალიბდა ერთიანი ხელმძღვანელობა 9 კაცის შემადგენლობით (თითოეული ფრაქციიდან 3 კაცი). მასში შევიდნენ დანიელ ორტეგა, უმბერტო ორტეგა და ვიქტორ ტირადო „ტერსესისტების“ ფრაქციიდან. ჰენრი რუისი, ტომას ბორხე და ბაირადო არსე – „ხანგრძლივი სახალხო ომიდან“ და ლუის კარიონი, ხაიმე უილოკი და კარლოს ნუნიეს ტელესი – „პროლეტარის ტენდეციიდან“

1979–1990 წლებში ფრონტი ნიკარაგუის მმართველი პარტია იყო. 1990–2007 წელის პარტია ოპოზიციაშია. 2007 წლიდან ფრონტი კვლავ მართველი პარტიაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]