სანგინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რემბრანდტი, სანგინით შესრულებული ავტოპორტრეტი, დაახლ. 1637, ხელოვნების ეროვნული გალერეა (ვაშინგტონი, აშშ).

სანგინი (ფრანგ. sanguine < ლათ. san­guineus — სისხლისფერი) — სხვადასხვა ტონის წითელ-ყავისფერი ფანქრები (ბუდის გარეშე). არსებობს ბუნებრივი (ნატურალური) და ხელოვნური. შედგება კაოლინისა და რკინის ჟანგეულებისაგან,[1] რომელსაც დამატებული აქვს წებოვანი ნივთიერებები. ყველაზე ხშირად გამოიყენება მუქი წითელ-ყავისფერი ტონის, ხორცისფერთან ახლოს მდგომი. სანგინით შესრულებული ნახატები ჩვეულებრივ ძალიან ფერწერულია. მუშაობის დროს შესაძლებელია მისი დასველება და შტრიხის სისქისა და სიმჭიდროვის გამრავალფეროვნება, წარუმატებელი ხაზების ადვილად წაშლა. არ საჭიროებს ფიქსაციას.[2] სანგინის („წითელი ცარცის“) დამზადების ტექნიკა ცნობილია რენესანსის ეპოქიდან (ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი). განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა XVIII საუკუნეში ნატურიდან ხატვისას.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 78.
  2. Сангина // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 312.