ფანქარი
იერსახე
ფანქარი — ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს სამაგრს, რომელშიც მოთავსებულია ნახშირი, გრაფიტი ან მშრალი საღებავი. გამოიყენება საწერად, სახატავად და ხაზვისთვის.
დღეს პოპულარული ფანქრის პირველი სახე გაჩნდა XIV საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არსებობდა სპეციალურ სამაგრზე დამაგრებული მასალა (ძირითადად, ვერცხლის ან ტყვიის), XIV საუკუნეში გაჩნდა თიხის მსგავსი შავი ფიქალი. გრაფიტული ფანქრები გაჩნდა XVI საუკუნეში. ხის ფანქარი პირველად ნახსენებია 1683 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში. 1719 წელს გერმანიაში, ნიურნბერგთან დაიწყო გრაფიტული ფანქრების გამოშვება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როგორ მზადდება ფანქრები დაარქივებული 2013-10-24 საიტზე Wayback Machine. (ვიდეო)
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |