სამხრეთ პოლარული წრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთ პოლარული წრე (წითელი ხაზი) დედამიწის რუკაზე

სამხრეთ პოლარული წრედედამიწის რუკაზე აღნიშნული ხუთი მთავარი პარალელიდან ერთ-ერთი.

სამხრეთ პოლარული წრე მდებარეობს ეკვატორის სამხრეთით 66°33′44″-ზე (66.5622°). სამხრეთ პოლარული წრიდან სამხრეთით მდებარე უბანს ეწოდება ანტარქტიკა, მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს ზომიერი კლიმატის სამხრეთი სარტყელი. ანალოგიურ პარალელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეწოდება ჩრდილოეთ პოლარული წრე.

სამხრეთ პოლარული წრე აღნიშნავს პოლარული დღისა და პოლარული ღამის უბნის ჩრდილოეთ საზღვარს. პოლარული წრიდან სამხრეთით ნებისმიერ წერტილში მზე მდებარეობს ჰორიზონტის ზემოთ 24 საათის განმავლობაში წელიწადში ერთხელ მაინც და არ ჩანს ჰორიზონტზე 24 საათის განმავლობაში წელიწადში ერთხელ მაინც. პოლარული წრის ზემოთ ეს მოვლენები, ბუნებრივია, წელიწადში თითოჯერ ხდება, დეკემბერსა და ივნისში შესაბამისად.

ანტარქტიკის კლიმატის სიმკაცრის გამო პოლარული წრის იქით მუდმივი მცხოვრებლები არ არიან — მთელი მოსახლეობა ანტარქტიდის სამეცნიერო სადგურებში მუშაობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]