შინაარსზე გადასვლა

სამოსწავლო საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამოსწავლო საბჭო — შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, გაუქმებული კავკასიის სამოსწავლო კომისარიატის ნაცვლად.

სამოსწავლო საბჭოს დებულების პროექტი შეადგინა და 1919 წლიის 15 ივნისს განსახილველად წარუდგინა განათლების მინისტრს ჯავახიშვილმა. დებულების პროექტი სამინისტრომ დაამტკიცა. სამოსწავლო საბჭო პირველად 20 ივნისს შეიკრიბა. სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: მიხეილ ზანდუკელი, სარგის კაკაბაძე, ალ. ჯავახიშვილი, ე. ჭოღოშვილი, პ. დგებუაძე, კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ალ. ჯავახიშვილი, მდივნად - ს. კაკაბაძე. სამოსწავლო საბჭოს „სამეცნიერო კომიტეტი“ უნდა ჩარიცხულიყო განათლების სამინისტროს შემადგენლობაში. მასში შედიოდნენ ცნობილი მეცნიერები, პედაგოგები, ხელოვნების მუშაკები. სამოსწავლო საბჭოს ჰქონდა განყოფილებები: საზოგადო ისტორიის; საქართველოს ისტორიის; ქართული ენისა და ლიტერატურის; უცხოური ლიტერატურების; მათემატიკის; ფიზიკისა და ქიმიის; გეოგრაფიის; ბიოლოგიურ მეცნიერებათა; ჰიგიენის; ფილოსოფიური საგნების და სხვ. კომიტეტი შეადგინა განათლების სამინისტრომ. კომისიის წევრები გაწეული მუშაობისათვის გარკვეულ ჰონორარს იღებდნენ.

ლიტერატურად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 349.
  • სცსა, ფ. 1935, ანაწ. 1, საქ. 37