სამკურნალო მატრიკარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამკურნალო მატრიკარია, ბაბუნა - Chamomikka recutita (L) Rausch. (=Matricaria recutita l.=M. chamomilla L.), სურნელოვანი (უენო) გვირილა - Chamomilla suaveolens (Pursh) Rydb.(=Matricaria suaveolens Pursh=M. discoidea SC.=Ch.discoidea (DC) J.Gay ex A. Br.=M.matricarioides (Less)Porter.)., ოჯ. რთულყვავილოვანნი - Asteraceae (Compositae).

პირველი სახეობა ერთწლოვანი 15-50 სმ სიმაღლის მცენარეა. ღერო დატოტვილი, ფოთლები ორმაგ-ფრთისებრაა განკვეთილი ხაზურ-ძაფისებრ წაწვეტებულ ნაკვთებად. ყვავილები მრავალ კალათებადაა, წვრილი და გრძელყუნწიანი. კალათებში განაპირა ყვავილები ენისებრია თეთრი ფერის, ერთ რიგად განლაგებული, ბუტკოიანი; შიგნითა ყვავილები მილისებრია, 5 კბილიანი, საბურველი მრავალრიგიანია, მისი ფოთოლაკები ფართო სიფრიფანა არშიითაა შემოვლებული, კრამიტისებრ განწყობილი, ყვავილსაჯდომი ამოზნექილია, კონუსისებრი და ღრუიანი. თესლურები პატარაა 1 მმ სიგრძის, ცილინდრული ფორმის, ოდნავ მოხრილი, გარედან გლუვი. ყვავილობს VI-VIII. მეორე სახეობა ერთწლოვანი პატარა მცენარეა, ღერო 5-30 სმ სიმაღლის, შიშველი, ძირიდანვე დატოტვილი, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ორმაგად ფრთისებრგანკვეთილი ხაზურ-ლანცერა ნაკვთებად. კალათები მოკლეა, სხედან გამსხვილებულ ყუნწებზე, საბურვებლი მრავალრიგიანია, მისი ფოთოლაკები კვერცხისებრ-მოგრძო ფორმისა და ბლაგწვერიანია, ფართო სიფრიფანა არშიით შემოვლებული. კალათებში ყველა ყვავილი მილისებრია, 4-კბილიანი, მომწვანო-ყვითელი ფერის. ენისებრი ყვავილები არ აქვს. ყვავილსაჯდომი ამოზნექილია, კონუსისებრი და ღრუიანი. თესლურები კვერცხისებრ მოგრძოა, 1,55 მმ სიგრძის, ცილინდრული, ოდნავ მოხრილი, წვერზე ირიბად წაკვეთილი, თეთრი, ვიწრო სიფრიფანა საყელურით. მცენარე ყვავილობს VII-VIII.

სამკურნალო მატრიკარია იზრდება რუდერალურ ადგილებში, მითითებულია აჭარისათვის, გავრცელებულია იმიერკავკასიაში. ჩვენთან პონა შესაძლებელია შავი ზღვის სანაპიროზე. საერთო გავრცელების არეალებია შუა ევროპა, ხმელთაშუა ზღვის მხარე; მცირე, ცენტრ. და აღმ. აზია, ჩრდ. ამერიკა, ავსტრალია. სურნელოვანი გვირილაც იზრდება ასევე რუდერალურ ადგილებზე აფხაზეთში, მთიულეთში (გზადმოყოლილია). საერთო გავრცელების არეალია ჩრდ. ამერიკა, ხოლო როგორც გზადმოყოლილი მცენარე - სამხ. ამერიკა და ზელანდია. ორივე სახეობა შემოტანილია კულტურაში. მედიცინაში გამოყენება. გვირილის ყვავილები ოფიცინალური ანთებისსაწინააღმდეგო და სპაზმოლიზური საშუალებაა. ამზადებენ გამონაცემს, ნაყენს, შედის კუჭ-ნაწლავისა და დამარბილებელ ნაკრებებში. მიიღება შიგნით და გარედან - აბაზანების შემადგენლობაში, ოყნის სახით, ასევე ბუასილისა და ვარიკოზების დროს, ჩირქოვანი წყლულების ჩამოსაბანად, პირის ღრუში გამოსავლებად - ლორწოვანი გარსის ანთებისას; გვირილა მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული და ანტიმიკოზური საშუალება, ამცირებს ალერგიულ მოვლენებს. გვირილის ყვავილებში არსებული ჰამაზულენი თერმული დამუშავებისას გადადის აზულენში, რომელიც ძვირფასი პროდუქტია, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკვილგამაყუჩებელი მოქმედება; ხოლო გვირილაში არსებულ ფლავონოიდებს - აპიგენინის, ლუტეოლინის, ქვერცეტინის ნაწარმებს აქვთ ანთებისსაწინააღმდეგო და ანტივირუსული აქტივობა. ამზადებენ პრეპარატეს: რომაზულენს. ალორომს, როტოკანს, ფიტონს, ჰერბოგასტრინს, კამისტად-გელს, გასტროლინს. გვირილა შედის დიაბეტის საწინააღმდეგო ნაკრებ-არფაზეტინში, ასევე ელეკასოლში და ბუასილის საწინააღმდეგო ნაკრებში. სურნელოვანი გვირილას ყვავილები რეკომენდებულია გარეგან საშუალებებად, ხალხურ მედიცინაში კი ოფლისდამდენად, მენსტრუაციული ციკლის დარღვევისას, ბავშვებში კი ჰერმინთოზების დროს. ჰომეოპათიაში გამოიყენება რეფლექტორული მშრალი ხველების, გრიპის, ბავშვებში დისპეპსიის, ნევროზისა და მეტეორიზმისას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005
  • ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. "მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
  • Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის" დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სტატია ჟურნალში ”მცენარეთა მეცნიერებები:2009 წ.
  • ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
  • ქსე
  • შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
  • საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.