შინაარსზე გადასვლა

სამინისტროს პირველი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამინისტროს პირველი სახლი
სტატუსი რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1]
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა პეტერგოფი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1839-1841
ძეგლი
არქიტექტორი იოსებ შარლემანი
სტილი ნეობაროკო
Map

სამინისტროს პირველი სახლი (რუს. 1-й Министе́рский дом) — ისტორიული შენობა პეტერგოფში. აგებულია 1839-1841 წლებში. შენობა არის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. მდებარეობს საზღვაო დესანტის ქუჩაზე, სახლი 1, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება გაყრის მოედანი.

სახლი ააშენეს არქიტექტორ იოსებ შარლემანის პროექტის მიხედვით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ოსტატი ბერი. სახლის პროექტი დაამტკიცეს 1839 წლის 14 ივლისს. მშენებლობა კი დაიწყო ამავე წლის აგვისტოში და ორი თვის განმავლობაში დაანგრიეს სახლის ადგილზე მდგარი ძველი შენობა, ჩაყარეს საძირკველი და სანახევროდ ამოიყვანეს კედლები. 1840 წლის ნოემბერში დასრულდა სამშენებლო სამუშაოები, დაამონტაჟეს წყალგაყვანილობა. შენობის გარკვეული ნაწილის მშენებლობა დაასრულეს 1841 წელს[2].

სახლში განათავსეს სახაზინო ბინები მინისტრების დროებითი სტუმრობისათვის. სახლი ოთხჯერ გადააკეთეს უმნიშვნელოდ: 1877-1878, 1899-1900, 1935 და 1956-1957 წლებში. აღნიშნული ცვლილებები შეეხო შიდა გადახურვებს, გამოცვალეს ღუმელები, აბანო, გადააკეთეს შესასვლელები. დიდი სამამულო ომის პერიოდში სახლი ოდნავ დაზიანდა. ომის შემდეგ მასში განათავსეს კომუნალური ბინები და განყოფილებები. 2012 წლამდე მასში განთავსებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პეტროდვორეცის რაიონის განყოფილება, ხოლო 2012 წლიდან შენობა გადაეცა პეტერგოფის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალს[2].

სახლი შედის გაყრის მოედნის ანსამბლში სამინისტროს მეორე სახლსა და ადიუტანტის ფლიგელის სახლთან. განსახვავებით სამინისტროს მეორე სახლის სიმეტრიული მდებარეობისაგან, სამინისტროს პირველ სახლს აქვს მაღალი ცოკოლის სართული, განსახვავებულად დაგეგმარებული დერეფნები და განსხვავებული დეკორი აღმოსავლეთის ფასადზე[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]