სამება (პუნქტი)
იერსახე
სამება — ისტორიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ჩხიკვთასთან. შემორჩენილია ამავე სახელწოდების ეკლესია ციკლოპური წყობით ნაგები გალავნით. ამ ადგილს ფეოდალურ ხანაში გმირთანაკვეთი ერქვა.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩაშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.