სალვა ალ-ნუაიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სალვა ალ-ნუაიმი

სალვა ალ-ნუაიმი (არაბ. سلوى النعيمي‎) — სირიელი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი. ცხოვრობს საფრანგეთში. წარმოშობით დამასკოდანაა და ცნობილია ცნობილია ისლამურ სამყაროში ტაბუდადებულ თემებზე ღია საუბრით, განსაკუთრებით ქალურ სექსუალობაზე საუბრით. მისი სადებიუტო რომანი „თაფლის სამხილი“ 2007 წელს გამოიცა, რომელიც ქალური სექსუალური ლიბერალიზაციისაკენაა მიმართული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ-ნუაიმი დაიბადა დამასკოში. სწავლობდა დამასკოს უნივერსიტეტში, შემდეგ კი პარიზი-სორბონის უნივერსიტეტში ისლამურ ფილოსოფიასა და თეატრს. ჟურნალისტად მუშაობისას მოწინავე არაბ და დასავლელ მწერლებთან მისი ინტერვიუები არაბულ ჟურნალებში იბეჭდებოდა, როგორიცაა Al-Karmel, Masharef და Kull al-'Arab. 1997 წელს ალ-ნუაიმი პარიზში არაბული სამყაროს ინსტიტუტის მთავარ პრეს-მდივნად დაინიშნა.[1]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალლვა ალ-ნუაიმის ნაშრომებს შორისაა ლექსების კრებული Dhahaba alladhīna uḥibbuhum, რომელიც 1999 წელს გამოიცა და Ajdādī al-qatalah, რომელიც 2001 წელს დაიბეჭდა. პოეტურ კრებულებში ისლამურ სამყაროში ქალთა ბრძოლის ტრადიციაა ასახული. 2007 წელს ალ-ნუაიმიმ სადებიუტო რომანი „თაფლის სამხილი“ გამოაქვეყნა. ნაწარმოებში განხილული ქალური სექსუალობისა და ეროტიკული ენის გამო წიგნი საერთაშორისო მასშტაბით კარგად გაიყიდა.[1][2] 2009 წელს ალ-ნუაიმიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთხრობელის სექსუალური თავისუფლება „არაბული და მუსლიმური მემკვიდრეობის მოწოდების შედეგია“. 2012 წელს ავტორმა ახალი წიგნი, ნახევრად ავტობიოგრაფიული Shibh al-Jazīrah al-ʿArabiyyah (არაბეთის ნახევარკუნძული) გამოსცა, რომელშიც ქრისტიან დედასთან და მუსლიმან მამასთან ერთად ადრეული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.[1] გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულიც.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 „Salwa Al Neimi“. Encyclopedia Britannica. https://www.britannica.com/biography/Salwa-Al-Neimi. წაკითხვის თარიღი: 10 November 2017.
  2. Hanadi Al-Samman. Anxiety of Erasure: Trauma, Authorship, and the Diaspora in Arab Women's Writings. Syracuse University Press. ციტირების თარიღი: 10 November 2017.
  3. Salwa Al-Neimi. Poetry Foundation. ციტირების თარიღი: 10 November 2017.