საკვები დანამატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკვები დანამატები — ნივთიერებები ან ნივთიერებათა ნარევები, რომლებიც ემატება პროდუქტს მომზადების სხვადასხვა ეტაპზე, რათა გააუმჯობესოს მისი ხარისხი, უვნებლობა და კონსერვაციის უნარი. დანამატები ექვემდებარება წინასწარ საგულდაგულო შემოწმებას. ევროკავშირში გამოსაყენებლად დაშვებული საკვებდანამატები კოდირებულია ლათინური ასო "E"-სა და მომდევნო სამი ციფრის მეშვეობით.

ესენია:

საღებავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებოებს ორი ტიპის საღებავი დანამატი: ბუნებრივი (მაგალითად E120, E102) და სინთეზური, რომელიც მიიღება ქიმიური რეაქციებით.

კონსერვანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვაქვს ორი სახის კონსერვანტი: ნატურალური (რომლებიც არ არის კოდირებული): მარილი, სპირტი, შაქარი, ძმარი და ქონი. მეორე არის ქიმიური წარმოშობის არანატურალური დანამატი: სორბიტის მჟავა E200 და სხვა.

ანტიოქსიდანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიოქსიდანტები გამოიყენება პროდუქტში ბუნებრივი ჟანგვის პროცესების შესაჩერებლად.

ყველაზე მეტად გამოყენებაი ანტიოქსიდანტებია:

  • ასკორბინის მჟავა E300,
  • ლიმონმჟავა E330
  • ღვინის მჟავა (ტარტარის მჟავა) E334,
  • კალიუმის ტარტარატი E336.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]