საირმის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საირმის ნაეკლესიარი—არქიტექურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში. სოფლის ჩრდილოეთით, საირმედან აფიეთისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, ფერდობზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დუღაბის ნაწილი. დანარჩენი კედლები კი თითქმის საძირკველის დონემდეა დანგრეული და ზედ ბუჩქნარია ამოსული. როგორც ჩანს პერანგის ქვები და სხვა არქიტექტურული დეტალები მთლიანადან დაკარგულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39323