სადგერის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სადგერის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის ჩრდილო განაპირას, აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია ჩრდილოეთისკენ გადაჰყურებს გუჯარეთისწყლის ხეობას. ეკლესიის გეგმა არ გაირჩევა, ქვები ერთმანეთზეა დახვავებული. გაირჩევა თლილი ქვებიც. ალბათ თავდაპირველი საკურთხევლის ადგილას მოსახლეობას მოწყობილი აქვს სანთლის დასანთები სადგარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24964