საგარეჯოს სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგარეჯოს სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი ქალაქ საგარეჯოს აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს ეზოში. განეკუთვნება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებს.

1979 წელს მიწის სამუშაოების დროს მთლიანად დაინგრა ერთი სამარხი, რომლის მასალის დიდი ნაწილი მშენებლებმა საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცეს. დანარჩენი მასალა ადგილზე შეკრიბა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. სამარხში აღმოჩნდა თიხის ექვსი ჭურჭელი, ბრინჯაოს მახვილი, სამაჯურები, მახათი, დედალი დუგმა, წრიული ფორმის ორნახვრეტიანი ფირფიტა, შუბისპირი, ფრაგმენტირებული სარტყელი. იმავე 1979 წელს ექსპედიციამ გათხარა ათი ორმოსამარხი. ყველა სამარხი ინდივიდუალურია. მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილნი.

სამარხებში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი განსხვავებულია აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იმავდროული ნიმუშებისაგან, ხოლო სამაროვნის ლითონის ჭურჭელი დიდ მსგავსებას ავლენს აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ამავე პერიოდის ნიმუშებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]