აფხაზეთის ხმა (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აფხაზეთის ხმა — ქართული გაზეთი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1937 წელს სოხუმში „საბჭოთა აფხაზეთის“ სახელწოდებით, 1990 წლის N 232–დან გაზეთი აგრძელებს ნუმერაციას სახელწოდებით „აფხაზეთის ხმა“. გაზეთი აშუქებს აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას. სოხუმის ოკუპაციის შემდეგ 1993 წლის ოქტომბრიდან, დროებით, გამოიცემა თბილისში. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: გ. მერკვილაძე, ხ. ახალაია, გ. წირღვავა, თ. ჩოჩია.

გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“ (1937-1990)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“ 1938

საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, სოხუმის ქალაქკომის, აფხაზეთის ასსრ ცაკისა და სოხუმის ქალაქის საბჭოს ორგანო.

თემატიკა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პერიოდულობა: ყოველდღიური
რედაქტორი: ვ. ხატიაშვილი (1938); ს. ჭოლოკავა (1938, 1939-43); კ. აქბარდია (1939); თ. ქუჩულორია (1939); გ.მერკვილაძე (1943 წლიდან)
დაბეჭდილია: აფხაზეთის სახელგამის სტამბა
ფიზიკური აღწერა: 4 გვ.
ენა: ქართული

გაზეთი „აფხაზეთის ხმა“ (1990-2005)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო.

თემატიკა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პერიოდულობა: ყოველკვირეული
რედაქტორი: ნოდარ მიქაძე
გამომცემლობა: სამშობლო
ენა: ქართული

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 254, თბ., 1997.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]