საბუის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბუის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, ს. ბაწილაშვილის ეზოში. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. კოშკი ოთხკუთხაა, სათავდაცვო. ნაგებია ყორე ქვით-სქელ კირის ხსნარზე. შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე. პირველი სართული ამოვსებულია მიწით. შესასვლელი მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელშია. კარს ქვედა ნახევარი ჩამონგრეული აქვს. სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი სათოფურია გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]