საბირ აბასოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბირ აბასოვი
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1967
ბინა, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბინა, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია ბინა
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

საბირ აბასოვი (აზერ. Sabir Abbasov, სრული სახელი:Sabir Rzaqulu oğlu Abbasov; დ. 8 დეკემბერი, 1967, ბინა — გ. 20 იანვარი, 1990, ბინა) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1967 წლის 8 დეკემბერს ბაქოში. ჯერ დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო მარდაკანის 117-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა შუვალინის 42-ე ტექნიკურ-პროფესიული სასწავლებელი.[2] განათლების მიღების შემდეგ მსახურობდა ჯარში, ჯერ უკრაინის სსრ-ში, შემდეგ უნგრეთში. 1989 წლის იანვარში დაბრუნდა სამხედრო სამსახურიდან. მუშაობდა აეროპორტში გამყიდველად.[3].

შავი იანვრის დღეს დაიჭრა, ტყვია ფეხში შევიდა[2] და მუცლიდან გამოვიდა.[3] არხში ჩავარდნის შემდეგ წყალი მის სისხლში შევიდა. მეგობრებმა საბირი საავადმყოფოში შუაღამისას მიიყვანეს, თუმცა მიყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა. დაკრძალეს ბინის სასაფლაოზე (ბინა — დაბა ბაქოს მახლობლად).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]