საბინა ბაბაევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საბინა ბაბაევა
Sabina Babayeva (Eurovision Song Contest 2012).jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 დეკემბერი, 1979(1979-12-02) (42 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
ეროვნება აზერბაიჯანელები
ჯილდოები აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი
საიტი sabina.eurovisiontalents.com
საბინა ბაბაევა ვიკისაწყობში

საბინა ბაბაევა (აზერ. Səbinə Babayeva; დ. 2 დეკემბერი, 1979, ბაქო) — აზერბაიჯანელი მომღერალი. 2012 წელს წარადგინა აზერბაიჯანი ბაქოში გამართულ ევროვიზიაზე. მოახერხა ფინალში გასვლა. 2012 წლის 26 მაისს ფინალში რიგით მე-13 ნომრად გამოვიდა სიმღერით „When the Music Dies“. საბოლოო ჯამში დაიკავა მე-4 ადგილი.

ევროვიზია 2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბინამ დაამთავრა ბაქოში მდებარე ასაფ ზეინალის მუსიკალური სკოლა, ვოკალური ხელოვნების განხირთ. მან მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში და მის გარეთ ჩატარებულ არაერთ კონკურში. ის ცნობილია მისი იმით რომ შეასრულა სიმღერა „Roya kimi“, 2003 წლის აზერბაიჯანული ტელესერიალის „Bayaz hayat“-ის თემის (გახსნითი) სიმღერა.[1] მას არაერთხელ მიუღია აზერბაიჯანის ევროვიზიის შესარჩევ ეროვნულ კონკურსზე. მიონაწილეობას იღებდა 2008 წლიდან ევროვიზიაზე გასვლამდე..[2]

საბინამ ევროვიზიაზე აზერბაიჯანის წარმომადგენლად არჩევამდე ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელ ანრი ჯოხაძესთან ერთად ჩაწერა სიმღერა „სიყვარულის თამაში“. [3]

მისი სარეკლამო ტურნეს ფარლებში საბინა გამოვიდა ლონდონში, ამსტერდამსა და ბუდაპეშტში.[4] ევროვიზიის ფინალში მიიღო 150 ქულა და დაიკავე მე-4 ადგილი. ფინალში იყო რიგით მე-13 გამომსვლელი.[5] მან აგრეთვე მიიღო მარსელ ბეზანსონის პრესის ჯილდო ევროვიზიის ფინალში შესრულებული სიმღერისთვის „When the Music Dies“.[6]

ევროვიზიის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ბაბაევა ჩაირიცხა ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში საშუალო სკოლის შემდგომ პროგრამაზე.[7]

2014 წელს საბინა ბაბაევა იყო აზერბაიჯანის ხმის მიცემის პროცესის სპიკერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კოპენჰაგენში, დანიაში. მან წარადგინა აზერბაიჯანის მიერ სხვა კონკურსანტებისთვის მიცემული ქულები.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის 2012 წლის ევროვიზიაზე მყოფ ერთ-ერთ კონკურენტზე, ბრიტანელ ენჯელბერტ ჰამპერდინკზე აცხადებდა რომ ის მისი ერთ-ერთი ფავორიტი მომღერალია. ამასთანავე გამოთქვა მასთან ერთად დუეტის ჩაწერის სურვილი.[8]

2012 წლის 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბაბაევა დაინიშნა ჯავიდან შარიფოვზე, ექვსი წლით უმცროს მამაკაცზე, რომელიც ტელეკომპანია Ictimai–ს პროგრამების დირექტორთი და რეალითი შოუს Gafas–ის ყოფილ მონაწილეა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს ერთი წლის მანძილზე ხვდებოდა.[9] საბინა ბაბაიევამ უარყო ეს ინფორმაცია.[10] მიუხედავად მისი ამრეაქციისა, ქორწილი 26 სექტემბერს მართლაც შედგა.[11] 2016 წლის დასაწყისში ბაბაევას შეეძინა შვილი.[12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თარგი:In lang Sabina Babayeva - Roya Kimi. Markaz Information Agency. 13 February 2012. დაარქივებული 3 December 2013 საიტზე Wayback Machine.
  2. თარგი:In lang Azerbaijan's Eurovision Representative Known დაარქივებული 2012-02-15 საიტზე Wayback Machine. . Lent.az. 13 February 2012.
  3. Georgia and Latvia Selected Representatives for ESC 2012[მკვდარი ბმული]. APA. 20 February 2012.
  4. Sabina Babayeva on Preparing for Eurovision. Day.az. 30 March 2012.
  5. Sabina Babayeva's Unprecedented Result. 1news.az. 31 May 2012.
  6. Roxburgh, Gordon (27 May 2012). Winners of the Marcel Bezençon Awards 2012. European Broadcasting Union. Retrieved 15 July 2012
  7. Sabina Babayeva Became Student. Day.az. 18 August 2012.
  8. 1 25 May 2012.
  9. Azerbaijani Participant of Eurovision Got Engaged. Day.az. 30 July 2012.
  10. Sabina Babayeva Refuted Rumours of Coming Engagement. 1news.az. 30 July 2012.
  11. Sabina Babayeva Got Married. 1news.az. 27 September 2012. Retrieved 19 October 2012.
  12. Səbinə Babayevanın oğlu oldu. Qafqazinfo.az. 3 January 2016.