რ-7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცხნიდან მარჯვნივ, ორიგინალური რ-7, სპუტნიკი, ვოსტოკი, ვოსხოდი და სოიუზი

რ-7 სემიორკა (რუს. Р-7 „Семёрка“) — მსოფლიოში პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, შემუშავებული საბჭოთა კავშირის მიერ ცივი ომის დროს 1959-68 წლებში. დასავლეთისთვის იგი ცნობილი იყოს ნატოს მიერ შერქმეული სახელით SS-6 Sapwood, ხოლო საბჭოთა კავშირში — GRAU 8K71. რაკეტა ასევე ბაზა იყო საბჭოთა კოსმოსური პლაცდარმისთვის, კერძოდ დღევანდელი რუსული რაკეტა–მატარებელი „სოიუზი“ მისი პირდაპირი შთამომავალია.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რ-7 იყო 34 მ სიგრძის, 3 მ დიამეტრის რაკეტა. იწონიდა 280 ტონას, შედგებოდა ორი საფეხურისგან, იყენებდა თხევად ჟანგბადს და ნავთს და შეეძლო საბრძოლო თავის 8 800 კმ მანძილზე მიტანა წრიული აცდენის ალბათობით 5 კმ. რაკეტას შეეძლო ერთადერთი ბირთვული საბრძოლო თავის (ნომინალური სიმძლავრით 3 მეგატონა) მიტანა მიზნამდე. რაკეტა სტარტს იღებდა მის გვერდზე მიმაგრებული ოთხი ამაჩქარებელით. რაკეტას ჰქონდა ინერციული ნავიგაციის სისტემა რომელიც დედამიწიდან რადიოთი იმართებოდა.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაკეტა რ-7 შექმნა დაიწყო საკონსტრუქტორო ბიურო ოკბ-1, კალინინგრადში 1953 წელს. თავდაპირვანდელი მოთხოვნა იყო, რომ შექმნილიყო ორსაფეხურიანი რაკეტა მასით 170 ტონა, რომელსაც 300 კგ საბრძოლო თავის მიტანა შეეძლებოდა 8 000 კმ მანძილზე. პირველ გამოცდებს 1953 წლის ბოლოს მოჰყვა ის, რომ მოთხოვნები მკვეთრად შეიცვალა და რაკეტის საბოლოო სქემა დამტკიცდა მხოლოდ 1954 წლის მაისამდე. რაკეტის რ-7 პირველი რეალური გამოცდა მოხდა 1957 წლის 15 მაისს ბაიკონურის კოსმოდრომიდან, მაგრამ ხანძრის გამო რაკეტა გაშვების ადგილიდან 400 კმ მანძილზე ჩამოვარდა. შემდეგ კვლავ წარუმატებელ გამოცდას მოჰყვა წარმატებული გამოცდა 21 აგვისტოსს (საკდესმა ამის შესახებ 26 აგვისტოს გამოაცხადა). ძალიან მალე ამას მოჰყვა ამ რაკეტის მოდიფიცირებული ვარიანტით დედამიწის პირველი თანამგზავრის (სპუტნიკ 1) და მეორე თანამგზავრის (სპუტნიკ 2) გაშვება და კოსმოსური ერის დასაწყისი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რ-7&oldid=3497469“-დან