რუსული ჩორთმავალი
რუსული ჩორთმავალი — მსუბუქშესაბელი ცხენის ჯიში. გამოყვანილია ყოფილ სსრკ-ში ორლოვისა და ამერიკული ჩორთმავლების საახალჯიშე შეჯვარების გზით. ჯიში დამტკიცებულია 1949 წელს. რუსული ჩორთმავალი მაგარი კონსტიტუციითა და კარგად განვითარებული მუსკულატურით. ფერად უპირატესად ქურანაა, იშვიათად გიშერა, თაფლა ან ლურჯა. აჯილღის საშუალო განაზომებია (სმ): სიმაღლე მინდაოში 161,6, ტანის ირიბი სიგრძე 162,5, გულმკერდის ირგვლივი 184, ნების ირგვლივი 20. ყველა აბსოლუტური რეკორდი, რომელიც რეგისტირებულია 1975 წელს სსრკ-ში. ეკუთვნის რუსული ჩორთმავალს: 1600 მ-ზე — 1 წთ. 58,8 წმ (კოლჩედანი), 2400 მ-ზე — 3 წთ 03 წმ (პავლინი), 3200 მ-ზე — 4 წთ 06,1 წმ (პავლინი).
რუსული ჩორთმავალი ძვირფასი სანაშენე და სპორტული ცხენია. იყენებენ ადგილობრივი შებმელი ცხენის გასაუმჯობესებლად და საცხენოსნო-სპორტულ შეჯიბრებებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 518.