რუსტეფესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუსტეფესი
აზერ. Rustəpəsi
მდებარეობა შამქირის რაიონი, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მდგომარეობა იცავს სახელმწიფო

რუსტეფესი (აზერ. Rustəpəsi) — ენეოლითის ხანის დასახლება, განლაგებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის შამქირის რაიონის ენიაბადის დასახლებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

დასახლება თავისი გეგმით ოვალური ფორმისაა. მისი დიამეტრი შეადგენს 70 მეტრს, ხოლო სიმაღლე აღწევს 4 მეტრს. კულტურული ფენა, როგორც გვიდასტურებს არქეოლოგიური გათხრები შეადგენს 1,4 მეტრს და მიეკუთვნება ენეოლითის ხანას.

გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ხის წისქვილები, აბსიდიანის პლასტინები, ქვის სხვადასხვა იარაღები, ირმის რქიდან დამზადებული ნაკეთობები, ძვლის სადგისები, კერამიკული ჭურჭლის ნამსხვრევები. ერთ-ერთ კერამიკულ ნამსხვრევზე შენარჩუნებულია ორნამენტი, რომელიც იყო დატანილი ინსტრუმენტით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]