რსფსრ სახალხო კომისართა საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რსფსრ სახალხო კომისართა საბჭო (შემოკლებით: რსფსრ სახკომსაბჭო; 1918 წლამდე სახალხო კომისართა საბჭო) — საბჭოთა რუსეთის მმართველი ორგანო 1917-1946 წლებში. დაარსდა 1917 წლის 25 ოქტომბერს (7 ნოემბერს) როგორც „მუშათა და გლეხთა დროებითი მთავრობა“ და ეწოდა სახალხო კომისართა საბჭო. ეს სახელწოდება გამოიყენებოდა რსფსრ-ს 1918 წლის კონსტიტუციის მიღებამდე.

1918 წლიდან რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს ფორმიების პრეროგატივა ჰქონდა სრულიად რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, ხოლო 1937 წლიდან - რსფსრ უმაღლეს საბჭოს. რსფსრ სახკომსაბჭო დაკომპლექტდა სახალხო კომისრებისაგან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საბჭოთა რუსეთის სახალხო კომისარიატებს. სახალხო კომისართა საბჭოს ხელმძღვანელობდა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. მსგავსი სახკომსაბჭოები შეიქმნა სხვა საბჭოტა რესპუბლიკებშიც.

სსრკ-ის შექმნის შემდეგ, სსრ კავშირის შექმნის ხელშეკრულების ხელმოწერიდან (1922 წლის 29 დეკემბერი) სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს ფორმირებამდე (1923 წლის 6 ივლისი) რსფსრ სახკომსაბჭო ასრულებდა სსრკ-ის მთავრობის მოვალეობას.

1946 წლის 23 მარტს, რსფსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანების თანახმად რსფსრ სახკომსაბჭოს ეწოდა რსფსრ მინისტრთა საბჭო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]