შინაარსზე გადასვლა

როქსან გეი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როქსან გეი

გეი 2014 წელს
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1974 (1974-10-15) (49 წლის)
დაბადების ადგილი ომაჰა, ნებრასკა, აშშ
საქმიანობა პროფესორი, მწერალი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი
ნორვიჩის უნივერსიტეტი
ნებრასკის უნივერსიტეტი
მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი, მოთხრობა, კრიტიკა
Magnum opus Bad Feminist, Ayiti, Hunger და Difficult Women
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია
მეუღლე დები მილმენი (იქ. 2020)
ნათესავ(ებ)ი Claudine Gay
საიტი roxanegay.com

როქსან გეი (დ. 15 ოქტომბერი, 1974) — ამერიკელი მწერალი, პროფესორი, რედაქტორი და სოციალური კომენტატორი, რომელიც The New York Times-ის ბესტსელერი ესეების კრებულის „ცუდი ფემინისტი“ (2014) ავტორია. მისი სხვა ცნობილი წიგნებია: რომანი „An Untamed State“ (2014), მოთხრობათა კრებული „რთული ქალები“ (2017) და მემუარი „შიმშილი“ (2017).

გეი ოთხი წლის მანძლზე აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტში ასისტენტი პროფესორი იყო, რის შემდეგაც პერდიუს უნივესტიტეტში ინგლისურის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა მოიპოვა. 2018 წელს გეიმ შეწყვიტა პერდიუში სწავლება და იელის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი გახდა.[1]

გეი The New York Times-ის კონტრიბუტორი,[2] ონლაინ ჟურნალის The Rumpus რედაქტორი და გამომცემლობის Tiny Hardcore Press დამაარსებელია.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეი ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰაში ჰაიტური წარმოშობის ოჯახში დაიბადა.[3] მან საშუალო განათლება ნიუ-ჰემფშირში ფილიპს ჰექსტერის აკადემიაში მიიღო.[4] გეიმ ესეების წერა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო.[5] მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა სექსუალურმა ძალადობამ, რომელიც მან 12 წლის ასაკში მეგობარი ბიჭისა და მისი მეგობრებისგან განიცადა.[6]

გეიმ იელის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა მალევე 44 წლის ინტერნეტით გაცნობილ მამაკაცთან ურთიერთობის მიზნით სწავლა შეწყვიტა და არიზონაში გადავიდა, საიდანაც მშობლებმა ერთი წლის შემდეგ დააბრუნეს.[7] გეიმ საბაკალვრო საფეხურზე სწავლა ნორვიჩის უნივერსიტეტში დაასრულა, რის შემდეგაც ნებრასკის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.[8] 2008 წელს გეიმ მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც 2010 წელს რიტორიკულ დე ტექნოლოგიურ კომუნიკაციებში დოქტორის ხარისხით დაამთავრა.[9] მისი სადისერტაციო ნაშრომის სათაური იყო „სუბიექტის პოზიციის შეცვლა: ახალი დისკურსი სტუდენტების, როგორც მწერლების და ინჟინერიის სტუდენტების, როგორც ტექნიკური კომუნიკატორების შესახებ.“

გეის აკადემიური კარიერა 2010 წელს აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტში დაიწყო,[10] სადაც იგი ინგლისურის ასისტენტ პროფესორად მუშაობდა, პარალელურად კი ჟურნალს Bluestem რედაქტორობდა.[11] ამ პერიოდში მან დააარსა გამომცემლობა Tiny Hardcore Press. 2014 წლიდან გეი პერდუის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის ასოცირებული პროფესორი იყო.[12][13] პერდუიში მუშაობა მან 2018 წელს ანაზღაურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეწყვიტა.[14] 2019 წლიდან გეი იელის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია.[14]

გეის სამწერლო დებიუტი 2011 წელს მოთხრობათა კრებულით „Ayiti“ შედგა. 2014 წელს მან ორი წიგნი გამოსცა: რომანი „An Untamed State“ და ესეების კრებული „ცუდი ფემინისტი“.[15] ჟურნალმა ტაიმმა მის შესახებ დაწერა: „გეის წერის სტილი უბრალო და მიზანმიმართულია. იგი უშუალოდ უპირისპირდება იდენტობისა და პრივილეგიების კომპლექსურ პრობლემებს, თუმცა მისი მსჯელობა ყოველთვის გასაგები და ადვილად მისაწვდომია.“[16]

როქსან გეი 2015 წელს

გეის ესეების კრებული „ცუდი ფემინისტი“, რომელიც 2014 წელს გამოიცა და საყოველთაო აღიარება მოიპოვა, The New York Times-ის ბესტსელერი გახდა..[17] წიგნი როგორც კულტურულ, ასევე პოლიტიკურ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. ჟურნალ ტაიმის რეცენზენტმა მას „ადამიანად ყოფნის სახელმძღვანელო უწოდა.“[18] გეიმ ჟურნალთან ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ფემინიზმი მის ცხოვრებაზე და თავისი, როგორც ფემინისტის, როლი განმარტა: „კრებულში თავმოყრილ თითოეულ ესეში ვცდილობ გამოვხატო, თუ რა გავლენას ახდენს ფემინიზმი ჩემს ცხოვრებაზე. ეს წიგნი უბრალოდ გვიხატავს, თუ რას ნიშნავს ქალად ყოფნა ამ სამყაროში. კრებული არა მხოლოდ ფემინიზმის, არამედ ჰუმანურობისა და ემპათიის შესახებაა.“[18]

ჟურნალი The Guardian-ის კრიტიკოსმა ესეების კრებულის შესახებ დაწერა: „ონლაინდ დისკუსიებისგან განსხვავებით, სადაც უკიდურეს და მკვეთრად პოლარიზებულ პოზიციებს ვხვდებით, გეის წერის სტილი დახვეწიული და დისკუსიური ხასიათით გამოირჩევა. იგი განსხვავებულ შეხედულებებსაც აღიარებს, რის პარალელურადაც საკუთარ პოზიციას თანდათანობით ამყარებს.“[6]

2016 წლის ივლისში როქსან გეი და პოეტი იონა ჰარვი შავი ავაზას სერიის მარველის კომიქსის ვაკანდას სამყარო ავტორებად გამოცხადდნენ,[19] რითაც ისინი მარველის სამყაროს პირველი შავკანიანი ქალი ავტორები გახდნენ.[20] კომიქსის სერიის შექმნა ექვსი ნომრის გამოცემის შემდეგ გაყიდვების დაბალი მაჩვენებლის გამო შეწყდა. მათ შორის გეი ხუთი ნომრის ავტორია.

გეის მოთხრობათა კრებული „რთული ქალები“ 2017 წელს გამოიცა.[21][22][23] წიგნი ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საზოგადოების ფართო სპექტრისგან განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ. თითოეული მოთხრობა განსხვავებულ პერსონაჟზე და მის ტრამულ გამოცდილებაზე ან საზოგადოებრივი ნორმებისგან განსხვავებულობაზე მოგვითხრობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bangert, Dave (2018). „Why Roxane Gay, best-selling 'Bad Feminist,' is leaving Purdue“. Lafayette Journal & Courier.
  2. Gay, Roxane (2016). „Nate Parker and the Limits of Empathy“. The New York Times.
  3. Gregory, Alice (2014). „Daphne Merkin's "The Fame Lunches" and Roxane Gay's "Bad Feminist". The New York Times.
  4. Freeman, John (2014). „Roxane Gay“. Bomb. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: მარტი 5, 2021.
  5. Tietzel, Nina (2015). „Roxane Gay: Writer and self-proclaimed 'bad feminist' talks truth and fiction“. ABC.
  6. 6.0 6.1 Cochrane, Kira (2014). „Roxane Gay: Meet the Bad Feminist“. The Guardian.
  7. McArdle, Molly. (2017) The Rise of Roxane Gay. Brooklyn Magazine.
  8. Meltzer, Marisa. (2017) Roxane Gay's New Memoir About Her Weight May Be Her Most Feminist—and Revealing—Act Yet. Elle.
  9. Roxane Gay. Purdue College of Liberal Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-23. ციტირების თარიღი: 2021-03-05.
  10. 2010–2011 Undergraduate Catalog. Eastern Illinois University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-11. ციტირების თარიღი: 2021-03-05.
  11. „Masthead“. English Department, Eastern Illinois University. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 30, 2014. ციტირების თარიღი: მარტი 5, 2021. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  12. Higgins, Jim. „Talking with 'An Untamed State' author Roxane Gay“. The Milwaukee Journal Sentinel.
  13. Rebecca Nicholson. (2018) Hannah Gadsby meets Roxane Gay: 'Trolls get incensed by a woman daring to think she's funny. I'm very funny'.
  14. 14.0 14.1 Dave Bangert. (2017) Why Roxane Gay, best-selling 'Bad Feminist,' is leaving Purdue. Lafayette Journal & Courier.
  15. About. Roxane Gay official website.
  16. Feeney, Nolan (May 7, 2014). „Roxane Gay's Riveting Debut Novel An Untamed State“. ტაიმი.
  17. Bad Feminist | Roxane Gay.
  18. 18.0 18.1 Feeney, Nolan (August 5, 2014). „Roxane Gay's Bad Feminist Is a "Manual on How to Be a Human". ტაიმი.
  19. Gustines, George Gene (2016). „Marvel's World of Wakanda Will Spotlight Women, on the Page and Behind It“. The New York Times.
  20. Blay, Zeba (2016). „Roxane Gay Is The Lead Writer Of A Marvel Comic. Here's Why That's Huge“. The Huffington Post.
  21. French, Agatha (2017). „Roxane Gay and Randa Jarrar talk Twitter, 'Difficult Women' and kink in L.A.“. Los Angeles Times. ISSN 0458-3035.
  22. Newman, Sandra (2017). „Difficult Women by Roxane Gay review – bold feminist stories“. The Guardian. ISSN 0261-3077.
  23. „Roxane Gay's new book 'Difficult Women' proves her power“. Los Angeles Times. 2017. ISSN 0458-3035.
  24. „Roxane Gay: What Does It Mean To Identify As A Feminist?“. National Public Radio.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როქსან_გეი“-დან