როუზ ტაუერი
იერსახე
როუზ ტაუერი | |
---|---|
Rose Tower | |
![]() როუზ ტაუერი | |
ზოგადი ინფორმაცია | |
სტატუსი | დასრულებული |
არქიტექტურული სტილი | მოდერნისტული არქიტექტურა |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი | დუბაი |
კოორდინატები | 25°12′42″ ჩ. გ. 55°16′36″ ა. გ. / 25.21167° ჩ. გ. 55.27667° ა. გ. |
დაიწყო | 2004 |
დასრულდა | 2007 |
გაიხსნა | 14 დეკემბერი 2009 |
სიმაღლე | 333 |
ლიფტები | 8 |
სართულების რაოდება | 72 |
როუზ ტაუერი (ინგლ. Rose Tower) — მსოფლიოში სიმაღლით მე-2 სასტუმრო, ქალაქ დუბაიში. სიმაღლე 333 მეტრი. 72 სართულიანია. თავდაპირველად იგეგმებოდა 380 მეტრი სიმაღლის მქონე შენობის აგება, მაგრამ გეგმები შემდეგ შეიცვალა. მშენებლობა დაიწყო 2004 წლის დასაწყისში და დამთავრდა 2006 წლის 24 ოქტომბერს. სასტუმრო გაიხსნა 2008 წლის აპრილში, მაგრამ მისი ოფიციალური გახსნის ცერემონიალი შედგა 2009 წლის 23 დეკემბერს. კომპანია Bonyan International Investment Group-მა 180 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო ამ სასტუმროში.
როუზ ტაუერი არის პირველი სასტუმრო დუბაიში, სადაც მოხდა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვლის ლეგალიზაცია. 2008-2012 წლებში იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო.