როუზ ლამარტინ იეტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როუზ ემა ლამარტინ იეტსი (დ. 23 თებერვალი, 1875 — გ. 5 ნოემბერი, 1954) — სოციალური მებრძოლი და სუფრაჟეტი. 1908 წლიდან, ადვოკატ მეუღლესთან ერთად, მუშაობდა ქალებისთვის საარჩევნო ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად.[1]

როუზ ლამარტინ იეტსი
Suffragette Rose Lamartine Yates 1909. Blathwayt, Col Linley
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1875
გარდაცვალების თარიღი 5 ნოემბერი, 1954
ცნობილია როგორც ინგლისელი სოციალური მებრძოლი და სურაჟეტი
მეუღლე(ები) თომას ლამარტინ იეტი
მშობლები მამა: ელფეგ ჯანაუ
დედა: მარი პაულინი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როუზი დაიბადა 1875 წლის 23 თებერვალს, ლონდონში, ლამბეტში და იყო სამი შვილიდან უმცროსი. მისი ორივე მშობელი, უცხო ენების პედაგოგი ელფეგ ჯანაუ და მარი პაულინი დაიბადნენ საფრანგეთში, მაგრამ მოგვიანებით გახდნენ ბრიტანეთის მოქალაქეები.[1] იგი სწავლობდა კლაფამისა და ტრუროს საშუალო სკოლებში და გაემგზავრა გერმანიაში კასელში და პარიზში სორბონის უნივერსიტეტში სასწავლებლად. 1896 წლის ოქტომბერში როუზი სამეფო ჰოლოუეის კოლეჯში შევიდა, სადაც შეისწავლა თანამედროვე ენები და ფილოლოგია. 1899 წელს როუზმა ჩააბარა ოქსფორდის უმაღლესი გამოცდა, თუმცა ვერ აიღო დიპლომი იმის გამო, რომ ქალი იყო.[2] მან გარკვეული პერიოდი ისწავლა ემილი უილდინგ დევისონთან.[3]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წელს იგი დაქორწინდა წარმატებულ ადვოკატზე თომას ლამარტინ იეტიზე. იგი ქვრივი იყო და ოცდაექვსი წლით უფროსი. ქორწინებიდან რვა წლის შემდეგ დაიბადა მათი ერთადერთი შვილი პოლი (1908–2009). როუზი და მისი მეუღლე ასევე იყვნენ ველოსიპედისტების ტურისტული კლუბის წამყვანი წევრები.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი ბევრს მოგზაურობდა და ლექციებს კითხულობდა. 1907 წელს როუზი პირველი ქალი იყო, რომელიც აირჩიეს ველოსიპედისტების ტურისტული კლუბის მმართველ საბჭოში.[3] 1908 წელს შეუერთდა ახლად გახსნილ ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაერთიანების (WSPU) უიმბლდონის ფილიალს. 1909 წლის 24 თებერვალს იეტსი იყო დელეგაციის წევრი, რომელსაც ემილინ პეთიკ-ლოურენსი ხელმძღვანელობდა. იგი 28 სხვა დემონსტრანტთან ერთად დააკავეს და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ დროს მისი ვაჟი რვა თვის იყო.[1] როუზი გააკრიტიკეს "Punch- ში" გამოქვეყნებული ლექსით, ბავშვის მიტოვების გამო.[3] მის პოლიტიკურ აქტივობას მხარი დაუჭირა ქმარმა, რომელმაც იგი სასამართლო პროცესზე დაიცვა. მან და მისმა მეუღლემ მერტონში თავიანთი სახლი თავშესაფრად აქციეს, სადაც ციხიდან გათავისუფლებულ აქტივისტებზე ზრუნავდნენ. 1910 წელს იეტსი გახდა უიმბლდონის WSPU-ს მდივანი.[1] 1911 წელს თომასი დააპატიმრეს სუფრიჟეისტების საპროტესტო აქციაზე.[3] მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, მაგრამ საზოგადოებამ მისი საადვოკატო ბიურო დააზიანა.[1] იგი სასამართლო პროცესზე იცავდა რამდენიმე სუფრაჟეტს, მათ შორის ემილი უილდინგ დევისონის ოჯახს მისი სიკვდილის გამოძიების დროს. როუზი ემილის დევისონის საწოლთან იყო, როდესაც იგი გარდაიცვალა.[3] პირველმა მსოფლიო ომმა, ერთმანეთს დააპირისპირა როუზ იეტი და წამყვანი სუფრაჟეტი, ემელინ პანკჰერსტი. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით WSPU-მ შეაჩერა კამპანია ქალთა საარჩევნო უფლების მისაღებად და მხარი დაუჭირა მთავრობას, გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იეიტსი და სხვები არ ეთანხმებიან ამ პოლიტიკას. ისინი WSPU- ს ჩამოშორდნენ და შექმნეს ახალი ორგანო, WSPU-ის სუფრაჟეტები.[1]

შემდგომი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 6 თებერვალს, ხელისუფლებამ გამოსცა კანონი და 30 წელს გადაცილებულ ქალებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ. 1919 წელს ქალ მასწავლებელთა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, როუზი აირჩიეს, ლონდონის ოლქის საბჭოში (LCC), სადაც მან წამოიწყო კამპანია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ანაზღაურების, უკეთესი საზოგადოებრივი საცხოვრებელი პირობების და ბაგა-ბაღებით უზრუნველყოფისთვის. 1939 წელს მან გახსნა ქალთა ჩანაწერების სახლი ლონდონის გრეიტ სმიტის მოედანზე. შენობა დაბომბეს მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ზოგიერთი ჩანაწერი გადარჩა და ახლა ლონდონის მუზეუმში, "Suffragette Fellowship-ის" კოლექციაში ინახება.[3]

როუზი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, 79 წლის ასაკში. ის დაკრძალეს ბრუკვუდის სასაფლაოზე, მისი საყვარელი ქმრის გვერდით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Wikipedia contributors. (2021, February 3). Rose Lamartine Yates. In Wikipedia, The Free Encyclopedia. Retrieved 08:53, March 13, 2021, from https://en.wikipedia.org/w/index.php?title=Rose_Lamartine_Yates&oldid=1004588353
  2. 2.0 2.1 https://www.exploringsurreyspast.org.uk/themes/subjects/womens-suffrage/suffrage-biographies/rose-lamartine-yates-1875-1954/
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 https://suffragettestories.omeka.net/bio-rose-lamartine-yates