როსტოვის იპოდრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვის იპოდრომი
რუს. Ростовский ипподром
კოორდინატები 47°14′12″N 39°43′23″E / 47.236577° ჩ. გ. 39.722965° ა. გ. / 47.236577; 39.722965
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
ტიპი მოქმედი
გახსნის თარიღი 1902

როსტოვის იპოდრომი (რუს. Ростовский ипподром) — იპოდრომი დონის როსტოვში, ერთ-ერთი უძველესი იპოდრომი სამხრეთ რუსეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის იპოდრომი თავის ისტორიას იწყებს XIX საუკუნიდან.

რევოლუციამდე დონის სამხედრო ოლქში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ცხენოსნობა, რომლითაც დაკავებულები იყვნენ, როგორც ადგილობრივი კაზაკები, ისევე ადგილობრივი მეწარმეები. ამ უკანასკნელებს სახელმწიფო ასევე სუფსიდირებას აძლევდა. 1880 წლისათვის დონის რეგიონში 89-მდე ცხენთსაშენი მდებარეობდა[1]. ამავე პერიოდში ცხენოსანთა საზოგადოებები დაარსდა ნოვოჩერკასკში და დონის ნახიჩევანში. დოღი საკმაოდ პოპულარული გახდა ადგილობრივ მოსახლეობაში[2].

1890-იანი წლების პირველ ნახევარში საგუბერნიო ხელისუფლებამ ბალაბანოვოს ხეივანში გამოყო მიწის ნაკვეთი იპოდრომისათვის. როსტოვ-ნახიცევანის ცხენოსანთა საზოგადოების ძლიერების გამო მოედანი მალევე აღიჭურვა: აშენდა ორსართულიანი შენობა საზოგადოების საჭიროებებისათვის, ტრიბუნა, რამდენიმე თავლა, მოედანს შემოარტყეს მესერი. პირველი დოღი გაიმართა უკვე 1894 წელს[2].

დონის როსტოვის იპოდრომი გაიხსნა 1902 წელს[3]. იპოდრომი პროფესიონალი ცხენოსნებისა და მოყვარულებისათვის გახდა ცხენების გამოცდის ადგილი. მათი უდიდესი ნაწილი დონის როსტოვში ჩამოდიოდა სხვადასხვა ადგილებიდან[2]. საბჭოთა მმართველობის დროს ყველა ცხენსაშენი დაიხურა და ლიკვიდირებული აღმოჩნდა. 1921-1922 წლების შიმშილობამ ხელი შუუწყო არსებული ვითარების გაუარესებას. მეცხენეობამ პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა[1].

სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე ხელისუფლება შეეცადა გამოესწორებინა სიტუაცია. 1920-იან წლებში დონის როსტოვში შეიქმნა მეცხენეობის საზოგადოება და ცხენ საშენები დააარსეს იმ აგილებზე სადაც ადრე არსებობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სიტუაცია მაინც მძიმე იყო. იყო წარმატების პერიოდიც 1940 წლისათვის როსტოვის ოლქში მოითვლიდნენ 230 300 ცხენს[1].

1952 წლისათვის ხელისუფლებამ გააუქმა ცხენსაშენები. როსტოვის ოლქში 22 ცხენსაშენიდან დარჩა მხოლოდ ხუთი[1].

1944 წელს როსტოვის იპოდრომზე თავისი გამოსვლა მოაწყო 14 წლის მომავალმა ევროპისა და სსრკ-ის ჩემპიონმა ნიკოლაი ნასიბოვმა[4].

1925 წელს სარბენი ბილიკი გაზარდეს 1968 მეტრამდე. 1980-იან წლებში მოხდა იპოდრომის რეკონსტრუქცია. გაფართოვდა მაყურებელთა ადგილები. ააგეს რამდენიმე საჯინიბო[2].

თანამედროვე მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრივატიზაციის შემდეგ იპოდრომი ხელახლა მოაწყეს. ამჟამად მის შემადგენლობაშია 14 საჯინიბო, მათ შორის ორი ორსართულიანი. ტერიტორიას უჭირავს 28 ჰა. აქვს ორი სარბენი ბილიკი - საწვრთნელი და საპრიზო. დოღი იმართება ყოველ კვირას[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 HORSE CITY: статьи. www.horse-rostov.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-20.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Официальный сайт Ростовского ипподрома. www.rosippo.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-18. ციტირების თარიღი: 2017-01-20.
  3. Ростовский ипподром
  4. „«Пол-царства за коня!» - / продолжение /“. Sports.ru. 2013-05-20. ციტირების თარიღი: 2017-01-20.