რონინი
იერსახე
რონინი — უბატონო სამურაი ფეოდალურ იაპონიაში 1185–1868 წლების განმავლობაში. რონინი ატარებდა ორ ხმალს. რონინთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ედოს პერიოდში სიოგუნის მმართველობისას. ბევრი რონინი მდიდარი ფეოდალების დაქირავებულ მცველებადაც მსახურობდა. ასევე ბევრიც კრიმინალში იყო გახვეული სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში. ბევრი მათგანი ასევე ფლობდა საროსკიპოებს და ეწეოდა რეკეტს. სიტყვა რონინი ნიშნავს „ტალღის კაცს“ და მისი პირდაპირი მნიშვნელობა არის „უსახლკარო, მოხეტიალე კაცი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- S.R. Turnbull: The Samurai: A Military History, MacMillan Publishing, New York 1977, ISBN 0-02-620540-8