რომის ხელშეკრულება (1957)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რომის ხელშეკრულება.
რომის ხელშეკრულება (1957)

დეტალები
ხელისმომწერნი ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

რომის 1957 წლის ხელშეკრულება — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მთავარი მიზანი ევროპის ერთიანი ბაზრის შექმნა იყო. თავდაპირველად ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბელგიამ, გერმანიამ, იტალიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა. ამავე დღეს რომში ხელი მოეწერა მეორე ხელშეკრულებას ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების შესახებ.

რომის ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა. შეთანხმების მიხედვით, მოიხსნა ბარიერები საგარეო ვაჭრობისთვის, საქონლის (რაც საბაჟო კავშირის შექმნას ნიშნავდა), პირთა და ასევე მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისთვის ეკონომიკური გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]