რომინა პაუერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომინა პაუერი

მეუღლესთან ერთად ევროვიზიაზე, 1976
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რომინა ფრანჩესკა პაუერი
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1951 (1951-10-02) (72 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1964–დღემდე
საიტი rominapower.guru
რომინა პაუერი ვიკისაწყობში

რომინა ფრანჩესკა პაუერი (ინგლ. Romina Francesca Power; დ. 2 ოქტომბერი, 1951, ლოს-ანჯელესი) — ამერიკაში დაბადებული იტალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ცნობილია როგორც 1970-იანი და 80-იანი წლების ყველაზე პოპულარული იტალიური მუსიკალური დუეტის „ალ ბანო და რომინა პაუერი“ წევრი თავის აწ უკვე ყოფილ ქმართან ალბანო კარიზისთან ერთად.[1]

დაიბადა ლოს-ანჯელესში (აშშ). ადრეულ 1960-იან წლებში დედასთან და დასთან ერთად რომში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაიცნო მომავალი ქმარი. 1970 წელს ისინი დაქორწინდნენ. 1975 წელს შექმნეს დუეტი. მათი სიმღერებიდან აღსანიშნავია „Felicità“ (1982), „Ci sarà“ (1984), რომელმაც სან-რემოს ფესტივალზე გაიმარჯვა, „Sempre sempre“ (1986) და „Nostalgia canaglia“ (1987). წყვილმა ორჯერ დაიკავა მე-7 ადგილი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე — 1976 წელს სიმღერით „We'll live it all again“ და 1985 წელს სიმღერით „Magic, Oh Magic“.[1]

მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში. მათგან აღსანიშნავია: „მარკიზ დე სადის ჟუსტინა“ (ჟუსტინა, 1969), „სტრიპტიზ-კლუბის ზღაპრები“ (იოლანდა ვეგა, 2007), „მსოფლიოს ოქრო“ (ლორენა ვივალდი, 1967), „სიყვარულის შუაღამე“ (როზეტა, 1970) და სხვ. გარდა ამისა, არის მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელად „უპაია“ (2005) რეჟისორი და სცენარის ავტორი.[2]

1999 წელს განქორწინდნენ. ქორწინებაში 4 შვილი ეყოლათ. 2007 წელს რომინამ ქალაქ სედონაში (არიზონა) შეიძინა სახლი, დატოვა იტალია და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Biography of Romina Power. IMDb. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2021
  2. Romina Power. IMDb. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2021