რომან მიტიჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან მიტიჩიანი
საერთო ინფორმაცია
ეროვნება სომეხი
დაიბადა 4 სექტემბერი, 1978 (1978-09-04) (45 წლის)
ვანაძორი
სიმაღლე 178 სმ
პროფესიონალური კარიერა
ბრძოლა 11
მოგება 8
მოგება ნოკაუტით 1
წაგება 3

რომან მიტიჩიანი (დ. 4 სექტემბერი, 1978) — ამერიკელი-სომეხი შერეული საბრძოლო ხელოვნების პროფესიონალი მებრძოლი, მსახიობი და კასკადიორი. ის მცირე ხნით გამოჩნდა „Spike TV“-ის რეალითი შოუში „The Ultimate Fighter: Team Hughes vs. Team Serra“. მიტიჩიანი იყო სერას გუნდის წევრი. მიღებული ტრავმების გამო, მოუწია შოუს მალევე დატოვება.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან მიტიჩიანი დაიბადა ვანაძორში, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. 8 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მგოვიანებით გადავიდა სამბოსა და ძიუდოზე. მისი მწვრთნელი იყო ბახშიკ საროიანი. მიჩიტიანი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1997 წელს გადავიდა. დაიწყო ვარჯიში „Hayastan Judo Club“-ში, ჟენ ლებელისა და გოკორ ჩივიჩიანის მწვრთნელობით. 2000 წელს სამსახიობო კარიერას გასაგრძელებლად, საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში.[2]

კარიერა MMA-ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ბრძოლა MMA-ში 1999 წელს გამართა. მეტოქე ბონგ ფედალიზო 52 წამში დაამარცხა. შემდეგი ბრძოლა გამართა 2003 წლის 3 ოქტომბერს. დაამარცხა ბრად მოჰლერი. ამავე წლის 12 ოქტომბერს დამარცხდა ჯეიმზ ვილკსთან. 2006 წელს 3 წუთსა და 50 წამში დაამარცხა მაიკლ პენალბერი. 2007 წელს აგრეთვე 3 წუთსა და 50 წამში დაამარცხა მაიკ რობლესი. 2008 წელს 2 წუთსა და 24 წამში დამარცხდა ბერძენ სოტიროპულოსთან . შემდეგ წელს გამართულ შეხვედრაში დამარცხდა ჯეისონ მიდერსთნ. შეხვედრა 2 წუთსა და 41 წამს გაგრძელდა. ამავე წელს 3 წუთში დაამარცხა მაიკ დოლჩე. ამის შემდეგ 2010 წელს 3 წუთში დაამარცხა პრესტონ შარფი. 2012 წელს გამართულ შეხვედრაში 52 წამში დაამარცხა უილიამ სრიაპაი. მიტიჩიანმა დააგროვა 5 შეხვედრა სადაც დააფიქსირა ბალანსი 4-1 MMA-ში. ამის შემდეგ გამოჩნდა რეალითი შოუში The Ultimate Fighter: Team Hughes vs. Team Serra. მან იდაყვი მოიტეხა წინასწარი გუნდის შესარჩევი შეფასების დროს და შემდგომ მოიხსნა შოუდან, სანამ ბრძოლის შესაძლებლობა ექნებოდა. თუმცა, იგი დააბრუნეს საბრძოლველად შოუს ფინალში, სადაც მან დაამარცხა დორიან პრაისი ტერფის დაბლოკვის გზით მხოლოდ 23 წამში, რამაც მას UFC-თან კონტრაქტი მოუტანა.[3] შემდეგ ბრძოლაში რომელიც UFC Fight Night 13-ის ფარგლებში გაიმართა, იგი დამარცხდა TUF 6 მებრძოლ გიორგი სოტიროპულოსმთან, TKO–ს საშუალებით.[4]

სამსახიობო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანმა შეასრულა სამსახიობო როლები და იყო კასკადიროი ხვადასხვა ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში, ისეთებში როგორებიცაა „NUMB3RS“, „Dexter“, „Felon“, „24“, „NCIS: Los Angeles“, „Takers“, „CSI: Miami“, „ანარქიის შვილები“, „NCIS“, „CSI: NY“, „ჯონ ვიკი“, „Furious 7“, „გაქცევის გეგმა 2: ჰადესი“ და 2018 წელს გადაღებული ფილმი „Vice“.[2][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sloan, Mike (December 9, 2007). „No bull: 'El Matador' shines at 'The Ultimate Fighter' finale“. ESPN.com. ციტირების თარიღი: August 30, 2011.
  2. 2.0 2.1 About. RomanMMA. ციტირების თარიღი: June 10, 2018
  3. Filloy, Dustin (October 16, 2013). „The Ultimate Fighter 6: Where Are They Now?“. Bleacher Report. ციტირების თარიღი: June 10, 2018.
  4. Preston, Tony (February 9, 2009). „TUF 6: Where Are They Now?“. Bleacher Report. ციტირების თარიღი: June 10, 2018.
  5. Arakelyan, Syune (May 15, 2018). „Exclusive. Actor Roman Mitichyan on visting [sic] Armenia with Serj Tankian and new Hollywood projects with Christian Bale and Sylvester Stallone“. NEWS.am Style. ციტირების თარიღი: June 10, 2018.