რომან ბუბუტეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომან ბუბუტეიშვილი (დ. 1936 — გ. 2012) — ქართველი ინჟინერი.

დაიბადა ჩოხატაურის რაიონში, სოფელ საჭამიასერში. 1959 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1959-1963 წლებში მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია „საქენერგოპროექტში“ ინჟინრად. 1963-1978 წლებში „საქმთავარენერგოს“ სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალური სამსახურში სხვადასხვა თანამდებობბებზე. 1975-1978 წლებში რომან ბუბუტეიშვილი მივლინებული იყო ეგვიპტეში არაბთა რესპუბლიკაში ენერგოსისტემის სარელოე დაცვის მთავარ ექსპერტად. 1978-1981 წლებში მუშაობდა „საქმთავარენერგოში“ ელ. ტექნიკური მოწყობილებების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსად. 1981-1992 წლებში ინსტიტუტ „ენერგოქსელპროექტის“ საქართველოს განყოფილების უფროსი, პროექტის მთავარი ინჟინერი, ხელმძღვანელობდა სისტემის 110-220-500კვ. ობიექტების პროექტირებას და მათი მშენებლობის საავტორო ზედამხედველობას. 1992-2005 წლებში კი ენერგოსისტემის სარელეო დაცვის მთავარ სპეციალისტად და ამავდროულად კომპანია „ელექტროგადაცემის“ სარელეო დაცვის სამსახურის უფროსად. 2005-2012 წლებში ასევე მუშაობდა „ენერგოპრო ჯორჯიას“ სრული დაცვის განყოფილრბაში მთავარ სპეციალისტად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ენერგეტიკოსები, ენციკლოპედია, თბ., 2016, გვ. 52

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]