როდიონოვო-ნესვეტაისკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როდიონოვო-ნესვეტაისკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
როდიონოვო-ნესვეტაისკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია — რუსეთი
როდიონოვო-ნესვეტაისკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა როდიონოვო-ნესვეტაისკაია
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი http://rod-nesvetai.blagochin.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1999-2003
გარე სურათები
ეკლესიის ხედი
სამრეკლო
ზამთრის ეკლესია

როდიონოვო-ნესვეტაისკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია როდიონოვო-ნესვეტაისკაის რაიონის სოფელ როდიონოვო-ნესვეტაისკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინისა და მილეროვის ეპარქიას. აგებულია 1999-2003 წლებში[1].

ეკლესიის მისამართი:34658, რუსეთი, როსტოვის ოლქი, როდიონოვო-ნესვეტაისკაის რაიონი, სოფელი როდიონოვო-ნესვეტაისკაია, მოსკოვის ქუჩა № 52გ[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასახლება როდიონოვის მოსახლეობამ გადაწყვიტა ჰქონოდა საკუთარი ეკლესია, რადგან უახლოესი ეკლესია მდებარეობდა საკმაოდ შორს, ნესვეტაიში 25 ვერსის დაშორებით. 1877 წელს მათ მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი ეკლესიის აშენების შესახებ, ამავე წელს მათ ააშენეს და 8 ნოემბერს აკურთხეს ახალი ეკლესია[3].

ეკლესია იყო ხისგან აგებული. ეკლესია შიგნით იყო შელესილი და გათეთრებული, რკინის სახურავი კი შეღებილი იყო მწვანე საღებავით. ჯვარი მოოქროვილი იყო. მოგვიანებით ეკლესია შემოღობეს ქვის ღობით. 1894 წელს დაარსდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. 1897 წლის მაისში სოფლის კრებაზეა აირჩიეს ადგილი მის ასაშენებლად[3].

1920-იან წლებში ეკლესია დახურეს და დაანგრიეს საძირკვლამდე. იქვე ახლოს მისი ნანგრევებისაგან ააშენეს საშუალო სკოლა, ხოლო ეკლესიის ადგილზე ააშენეს სპორტული მოედანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1998 წელს, დანგრეული ეკლესიის ადგილზე დააყენეს სამშენებლო ვაგონი, სადაც მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. 1999 წლიდან დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. 2003 წელს ახლადაშენებულ ეკლესიაში გაიმართა საღვთო ლიტურგია. ეკლესია ააგეს ადგილობრივი მოსახლეობის შემოწიულობებით[3].

ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი კონსტანტინ კრახმალევი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]