რობოტიკის სამი კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიზეკ აზიმოვი, 1965

რობოტიკის სამი კანონი - სამეცნიერო ფანტასტიკაში აღნიშნავს რობოტის ქცევის წესებს, რომლებიც პირველად ჩამოაყალიბა აიზეკ აზიმოვმა 1942 წელს მოთხრობაში"Runaround".

რობოტიკის სამი კანონი ასე ჟღერს:

  1. პირველი კანონი: რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს, ან თავისი უმოქმედობით დაუშვას რომ ადამიანს ზიანი მიადგეს;
  2. მეორე კანონი: რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის მიერ მიცემულ ბრძანებებს თუ ეს ბრძანებები არ ეწინააღმდეგებიან პირველ კანონს;
  3. მესამე კანონი: რობოტმა უნდა დაიცვას თავი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ ან მეორე კანონს.

ორიგინალში:

  1. A robot may not injure a human being or, through inaction, allow a human being to come to harm.
  2. A robot must obey the orders given to it by human beings, except where such orders would conflict with the First Law.
  3. A robot must protect its own existence as long as such protection does not conflict with the First or Second Laws.

სამ კანონს, მათი დარღვევის შესაძლო მიზეზებსა და შედეგებს ეძღვნება აიზეკ აზიმოვის მოთხრობების ციკლი რობოტებზე.

1986 წელს, მოთხრობაში „რობოტები და იმპერია“ (ინგლ. Robots and Empire) აზიმოვმა ჩამოაყალიბა ნულოვანი კანონი:

  • 0. რობოტს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანს, თუ ის არ დაამტკიცებს, რომ ეს საბოლოო ჯამში სასარგებლო იქნება კაცობრიობისთვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტერნატიული ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიზეკ აზიმოვის ნაწარმოებებში გვხვდება კანონების სხვადასხვა ვარიანტები

ნულოვანი კანონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნულოვანი კანონის მიხედვით რობოტი უნდა მოქმედებდეს კაცობრიობის ინტერესებიდან გამომდინარე.

  • 0. რობოტს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს კაცობრიობას, ან თავისი უმოქმედობით დაუშვას რომ კაცობრიობას ზიანი მიადგეს.

პირველი კანონის მოდიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობაში "Little Lost Robot" არსებობს რამდენიმე რობოტი პირველი კანონის "განახევრებული" ვარიანტით

  1. რობოტმა არ უნდა მიაყენოს ზიანი ადამიანს.

ეს გაკეთდა პრაქტიკული მოსაზრებით: რობოტები მუშაობდნენ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იმყოფებოდნენ მცირე დოზის რადიაციის ზემოქმედების ქვეშ. რობოტები იცავდნენ რა პირველ კანონს, ცდილობდნენ ადამიანების "გადარჩენას"[1].

სამი კანონის დარღვევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზომოვი ნაწარმოებებში გვხვდება ისეთი რობოტებიც, რომელთაც სამი კანონის დარღვევა შეუძლიათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Isaac Asimov. I, Robot (Asimov, Isaac - I, Robot.pdf), გვ. 85. ციტირების თარიღი: 11 November 2010.