რკილისებრნი
იერსახე
| რკილისებრნი | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Hedobia imperialis | |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Anobiidae | |||||||||||
| |||||||||||
რკილისებრნი (ლათ. Anobiidae) — ხოჭოების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 2-8 მმ აღწევს. აქვთ 5-ნაწევრიანი თათები. ოჯახში 1000-მდე სახეობაა, გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ყოფილ სსრკ-ში 100-მდე სახეობაა, მათ შორის აღსანიშნავია ბინის რკილი (Anobium pertinax), რომელიც აზიანებს ხის შენობების კედლებს; ავეჯის რკილი (Anobium punctatum), აზიანებს ავეჯს, ჩარჩოებს, იატაკს; პურის რკილი (Stegobium paniceum), აზიანებს პურეულს, წიგნებსა და სხვა ნივთებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 403.