რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რიტა ჰეივორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან“
Rita Hayworth and Shawshank Redemption

ავტორი სტივენ კინგი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია წელიწადის დროები (Different Seasons)
გამომცემელი Viking Press
გამოცემის თარიღი 1982
მედია ბეჭდური
მომდევნო Apt Pupil

რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკიდან (ინგლ. Rita Hayworth and Shawshank Redemption) 一 თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის 1982 წლის ნოველა, რომელიც გაერთიანებული იყო ავტორის ცნობილ ანთოლოგიაში, სახელწოდებით "წელიწადის დროები". მოთხრობის ნარატორად გვევლინება რედი, სიუჟეტის მთავარ ლაიტმოტივს კი წარმოადგენს ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ენდრიუ (ენდი) დიუფრეინის თავს გადამხდარი ამბავი, როცა მას არასწორად დაედო ბრალად, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლისა და ამ უკანასკნელის საყვარლის მკვლელობა. ვინაიდანაც მეინის შტატში სიკვდილით დასჯა დაკანონებული არ არის, დიუფრეინს შოუშენკის ციხეში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ისტორიის ძირითად ნაწილს მკითხველი სწორედ ციხეში არსებული, კორუფციითა და ძალადობით აღსავსე, ყოფაცხოვრების ფონზე ეცნობა.

კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად მოთხრობის მწერლისთვის უჩვეულო ჟანრში შეთხზვისა, ის ავტორის შემოქმედებაში კვლავ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებს წარმოადგენს. თავად კინგმა ნაწარმოებზე საუბრისას თქვა, რომ ნოველა წარმოადგენს „ციხიდან გაქცევის ისტორიას, რომელიც Warner Bros.-ის რამდენიმე ფილმის შთაგონებით მიღებულ ნაზავს ქმნის“.

ნაწარმოების ადაპტაცია, რომელიც შვიდჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, ამერიკელმა რეჟისორმა, ფრენკ დარაბონტმა, 1994 წელს გადაიღო და, IMDb-ის ვერსიით, ყველა დროის 250 ყველაზე მაღალრეიტინგულ ფილმებს შორის პირველ ადგილზეა გამწესებული,[1] მთავარ როლებს კი ტიმ რობინსი და მორგან ფრიმენი ასრულებენ. საინტერესოა ისიც, რომ ნოველა მორგან ფრიმენის ერთ-ერთ საყვარელ ლიტერატურულ ნაწარმოებს წარმოადგენს.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/250_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%98_IMDb-%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%97
  2. Head, Steve. (11 May 2005) 10 QUESTIONS: MORGAN FREEMAN.