ფრენკ დარაბონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრენკ დარაბონტი
Frank Darabont at the PaleyFest 2011 - The Walking Dead panel.jpg
დარაბონტი 2011 წელს
მშობ. სახელი Frank Darabont
დაბ. თარიღი 28 იანვარი, 1959 (1959-01-28) (60 წლის)
მონბელიარი, საფრანგეთი
ეროვნება 1981-დღემდე
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ჰოლივუდის საშუალო სკოლა
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი

ფრენკ არპად დარაბონტი (ინგლ. Frank Árpád Darabont; დ. 28 იანვარი, 1959) — უნგრული წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარსტი და პროდიუსერი.[1]

ფრენკ დარაბონტი დაიბადა ქალაქ მონბელიარის ლტოლვილთა ბანაკში. იგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ოჯახი გადასახლდა ჯერ ჩიკაგოში, ხოლო შემდეგ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.[1] 1977 წელს დარაბონტმა დაამთავრა ჰოლივუდის საშუალო სკოლა.[2] მისი პირველი ფილმი იყო სტივენ კინგის ნაწარმოების „ქალი პალატაში“ ადაპტაცია.

ადრეულ ასაკში დაწერა სცენარი სხვადასხვა საშინელებათა ფილმებისთვის, მათ შორის: „საშინელება თელების ქუჩაზე 3“, „წვეთი“ და „ბუზი 2“. როგორც რეჟისორი ცნობილია სტივენ კინგის ნაწარმოებების ადაპტაციებით, ისეთების როგორებიცაა „გაქცევა შოუშენკიდან“, „მწვანე მილი“ და „ბურუსი“.

დარაბონტი, აგრეთვე იყო AMC-ის ტელესერიალ „მოსიარულე მკვდრების“ პირველი სეზონის შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი,[3][4] ისევე როგორც TNT-ის ნეო-ნუარული სერიალ „განგსტერების ქალაქის“ შემქმნელი.[5] მიღებული აქვს ოსკარის სამი და ოქროს გლობუსის ერთი ნომინაცია.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური მშობლიური სახელი შენიშვნები
1999 „ცოცხლად დამარხული“ Buried Alive ტელეფილმი
1994 „გაქცევა შოუშენკიდან“ The Shawshank Redemption
1999 „მწვანე მილი“ The Green Mile
2001 „მაჯესტიკი“ The Majestic
2007 „ბურუსი“ The Mist
2010–2011 „მოსიარულე მკვდრები“ The Walking Dead ტელსერიალი
2013 „განგსტერების ქალაქი“ Mob City ტელსერიალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]