რიკ ვაუტერსი
რიკ ვაუტერსი | |
---|---|
| |
დაიბადა | 21 აგვისტო, 1882[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | მეხელენი[8] |
გარდაიცვალა | 11 ივლისი, 1916[1] [2] [9] [3] [4] [5] [6] [10] [11] [7] (33 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ამსტერდამი[8] |
რიკ ვაუტერსი (ნიდერლ. Rik Wouters; დ. 21 აგვისტო, 1882, მეხელენი — გ. 11 ივლისი, 1916, ამსტერდამი) — ბელგიელი ფერმწერი და მოქანდაკე. მისი შემოქმედება გამოირჩევა ფერადოვანი, ექსპრესიული ტექნიკით, რომელიც ნათლად გამოხატავს მის ემოციურ და მხატვრულ ხედვას. მისი ფერწერა მჭიდროდ უკავშირდება ფოვიზმს — მოძრაობას, რომელიც ხაზს უსვამს ინტენსიურ ფერებს და თავისუფალ, ენერგიულ ფუნჯის მონასმებს. მუშაობდა ბელგიასა და ჰოლანდიაში. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია „უგუნური ქალწული“ (1911), „გაკვეთილი“ (1912), „ოჯახური საზრუნავი“ (1913). რაც შეეხება ქანდაკებას, მისი ნამუშევრები გამოირჩევა დინამიკური და ექსპრესიული ფორმებით. ერთ-ერთი გამორჩეული ქანდაკებაა „მოაზროვნე ქალი“, რომელიც ამჟამად ბრიუსელშია განთავსებული.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენდრიკ ემილ (რიკ) ვაუტერსი დაიბადა 1882 წლის 21 აგვისტოს ანტვერპენის პროვინციის ქალაქ მეხელენში. მისი მამა, ემილ ვაუტერსი, მოქანდაკე-ორნამენტალისტი იყო, რასაც არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა მომავალი პროფესიის არჩევაზე. დედა — მელანია დამსი — დიასახლისი, გარდაიცვალა, როდესაც რიკი ექვსი წლის იყო.
სკოლის დატოვების შემდეგ თორმეტი წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა ხის სკულპტურებზე და ავეჯის დეკორაციებზე მამის სახელოსნოში და დაინტერესდა ამ ხელობით. სწორედ აქ გაიცნო და დაუმეგობრდა მასავით მეხელენში დაბადებულ მოქანდაკე ერნესტ ვეინანტსს, რომელიც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში მის მეგობრად დარჩა. 1912 წელს ვაუტერსმა დახატა თავისი მეგობრის პორტრეტი („ერნესტ ვეინანტსის პორტრეტი“). ამავე პერიოდში გაუჩნდა ფერწერისადმი ინტერესი და თავისუფალ დროს ხატვით იყო გატაცებული.
1897 წელს, თხუთმეტი წლის ასაკში, რიკ ვაუტერსმა დატოვა მამის სახელოსნო, რათა გაეგრძელებინა მხატვრისა და მოქანდაკის კარიერა. იმავე წელს ჩაირიცხა მეხელენის აკადემიაში, სადაც ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა. შემდეგ კი ჩაირიცხა ბრიუსელის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში, სადაც მისი პედაგოგი იყო პიერ შარლ ვან დერ სტაპენი.
თავისი საუკეთესო ნამუშევრები ვაუტერსმა 1912–1913 წლებში შექმნა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 326.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რიკ ვაუტერსი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 RKDartists
- ↑ 2.0 2.1 Rik Wouters — 2009.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Avermaete R. Wouters, Rik // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T092293
- ↑ 6.0 6.1 GeneaStar
- ↑ 7.0 7.1 https://www.museabrugge.be/collection/work/id/2010_GRO0004_I
- ↑ 8.0 8.1 Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969. — Т. 4. — С. 336.
- ↑ Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ The Fine Art Archive