რიალი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|რიალი}} |
რიალი (სპარს. ریال; ინგლ. rial) — 1798-დან 1825 წლის ჩათვლით ფულის ერთეული სპარსეთში, ხოლო 1932 წლიდან დღემდე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
1 რიალი შედგება 100 დინარისგან, მაგრამ რიალის დაბალი გაცვლითი კურსის გამო დინარი პრაქტიკულად არ არის გამოყენებაში.
არსებობს მონეტები ნომინალით 50, 100, 250 და 500; ბანკნოტები ნომინალით 100, 200, 500, 1000, 2000, 5000, 10 000, 20 000, 50 000 და 100 000. ძველი მონეტები ნომინალით 5 და 10 რიალი არის მიმოქცევაში, მაგრამ არ გამოიცემა.
1932 წლის სავალუტო რეფორმამდე, ირანის ფულის ერთეული იყო თუმანი. (1 თუმანი = 10 კრანი, 1 კრანი = 1000 დინარი.) დღემდე ფასების უმრავლესობა, ასევე მოცემულია თუმანში (1 თუმანი 10 რიალის ტოლია).