რენდი ბრუკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენდი ბრუკსი

ინგლ. Rand Brooks
მშობლიური სახელი არლინგტონ რენდ ბრუკს უმცროსი
დაბადების თარიღი 21 სექტემბერი, 1918
გარდაცვალების თარიღი 1 სექტემბერი, 2003 (84 წლის)
სანტა ინეზი (კალიფორნია)
საქმიანობა მსახიობი

არლინგტონ რენდ ბრუკს უმცროსი (ინგლ. Rand Brooks; დ. 21 სექტემბერი, 1918 რაიტ-სიტი მისური – გ. 1 სექტემბერი, 2003, სანტა ინეზი, კალიფორნია) — ამერიკელი კინო და ტელემსახიობი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუკსი დაიბადა რაიტ სიტიში, (მისური). ის იყო ფერმერის, არლინგტონ რენდი ბრუკსის ვაჟი. როდესაც ოთხი წლის იყო, დედამისი მასთან ერთად გადავიდა ლოს-ანჯელესში, თუმცა ის აგრძელებდა ზაფხულის გატარებას რაიტ სიტიში. ბრუკსმა თავის მშობლიურ ქალაქ რაიტ-სიტიში განაგრძო ვიზიტები 1950-იან წლებში, მამის გარდაცვალების შემდეგ (1950).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა ჩარლზ ჰემილტონის როლმა ფილმში „ქარწაღებულნი“ (1939). მან მოგვიანებით აღიარა, რომ სძულდა ეს როლი. და სურდა მაჩოს როლების თამაში.

ჰქონდა შედარებით მცირე როლები სხვა ფილმებში, მათ შორის „Babes in Arms“, შემდეგ კი იღბლიანი რეგულარული როლი 1940-იანი წლების შუა პერიოდის ვესტერნების Hopalong Cassidy-ის სერიაში. ამ როლში ბრუკსმა შეცვალა რასელ ჰეიდენი.

Სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრუკსი მსახურობდა შეერთებული შტატების არმიის საჰაერო კორპუსში. საბოლოოდ მიაღწია სერჟანტის წოდებას.

შემდგომი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს მან ადელ ჯერგენსთან და მერილინ მონროსთან ერთად ითამაშა დაბალბიუჯეტიან, Columbia Pictures-ის შავ-თეთრ ფილმში „Ladies of the Chorus“. ბრუკსი იყო პირველი მსახიობი, რომელმაც ეკრანზე აკოცა მონროს, რომელიც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კინოვარსკვლავი გახდა. სულ რაღაც 10 დღეში გადაღებული ფილმი დასრულებიდან მალევე გამოვიდა.

ტელევიზიამ ახალი შესაძლებლობები მოიტანა, ისევ ხშირად თამაშობს ვესტერნში. მან ითამაშა რენდი ბუნი 1950-იანი წლების სატელევიზიო სერიალში, რინ ტინ ტინის თავგადასავალი.

მას შემდეგ, რაც მან დატოვა შოუბიზნესი, ბრუკსი ფლობდა და მართავდა სასწრაფო დახმარების კერძო კომპანიას, Professional Ambulance, გლენდეილში (კალიფორნია). 1994 წელს კომპანია გაყიდა და გადავიდა თავის რანჩოში სანტა ინესში, სადაც მან გამოზარდა ანდალუსიური ცხენები-ჩემპიონები. 1992 წელს ის დაესწრო კლარკ გეიბლის დაბადების დღეს „ქარწაღებულნის“ მსახიობებთან, ენ რეზერფორდთან (კერინ ო'ჰარა) და ფრედ კრეინთან (ბრენდ ტარლტონი) ერთად, კადიზში (ოჰაიო).[1]

ბრუკსი გარდაიცვალა 2003 წლის 1 სექტემბერს სანტა ინეზში (კალიფორნია).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Gable Birthday Event to Feature Gone with the Wind Actors". New Philadelphia Times Reporter. 1992-01-30. p. D-8 – via NewspaperArchive.