რეკრეატივო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Real Club Recreativo de Huelva, S.A.D. 1889 წლის 23 დეკემბერს დაარსდა.ის არის ყველაზე ძველი ესპანური კლუბი. გუნდის საშინაო არენაა Nuevo Colombino stadium, რომელიც 19 860 გულშემატკივარს იტევს. ამ სტადიონზე 1965 წლიდან იმართება საერთაშორისო ტურნირი Trofeo Colombino, ამ ტურნირში მონაწილეობა მადრიდის რეალსაც მიუღია და რამდენიმეჯერ მოუგია კიდეც. ეს ტურნირი მოგებული აქვს თბილისის დინამოსაც.

პრიმერა დივიზიონში გუნდი პირველად 1978-79 წლების სეზონში აღზევდა, გუნდს ეუსებიო რიოსი წვრთნიდა. სულ გუნდს უმაღლეს დივიზიონში 4 სეზონი აქვს გატარებული. გუნდის ისტორიაში გამორჩეულია 2006-08 წლები, გუნდი პრიმერაში მერვე ადგილზე გავიდა, მოიგო 3-0 რეალთან და 2-0 ვალენსიასთან.

გუნდს წვრთნიდნენ ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არიან ხოაკინ კაპაროსი და ლუკას ალკარასი. გუნდის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ ისეთ ფეხბურთელები როგორებიც არიან ლუის არაგონესი, მანუელ ალმუნია, მარიანო პერნია.