რეიჰანე ჯაბარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რეიჰანე ჯაბარი (დ. 1988 — გ. 25 ოქტომბერი, 2014) — ირანელი ქალი, რომელიც გაასამართლეს მორტეზა აბდოლალ სარბანდის მკვლელობისთვის. ის პატიმრობაში იმყოფებოდა 2007 წლიდან 2014 წლის ოქტომბრამდე, სანამ არ აღსრულდა განაჩენი და არ ჩამოახრჩვეს მისი სავარაუდო თავდამსხმელის მოგერიების დროს მოკვლის გამო. მან ამ პერიოდში გამოაქვეყნა თავისი ამბავი, თუ რა ხდებოდა მისი პატიმრობის დროს ციხეში, სხვა პატიმრებისგან იზოლაციის პერიოდის ჩათვლით. მოჰამედ მოსტაფაეი იყო მისი პირველი ადვოკატი, რომელმაც საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ისტორია გამოაქვეყნა ბლოგზე. ირანული კანონმდებლობით, ბრალდების დამტკიცებისა და დაცვის მხარის შესაგებლის გაქარწყლების შემდეგ, სიკვდილის დასჯის შეჩერება შეუძლია მხოლოდ მსხვერპლის ოჯახს. პროკურატურის მცდელობის მიუხედავად არ მოეთხოვა უმკაცრესი განაჩენი, მსხვერპლის ოჯახმა დაიჟინა და საბოლოოს სიკვდილით დასჯის მოთხოვნა დააყენა.

სასჯელის საფუძველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს სარბანდი შეხვდა ჯაბარს კაფეში, რომელიც იყო ინტერიერი დიზაინერი, და დაარწმუნა რომ მისულიყო მასთან ოფისში, რათა ესაუბრათ საქმიან საკითხებზე. ოფისში მისვლის შემდეგ, როგორც ჯაბარი აცხადებდა, სარბანდიმ სცადა მისი გაუპატიურება, რის შემდეგაც მან ჯიბის დანას ხელი ჩასჭიდა და გულში ჩაარტყა. ამის შემდეგ ჯაბარი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო თავდამსხმელი სისხლისგან დაიცალა.

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს წარმომადგენელმა ირანში, აჰმედ შაჰიდმა გააკეთა მოხსენება ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მან განაცხადა, რომ ჯაბარი იყო დაქირავებული სარბანდის მიერ დიზაინის შეცვლის მიზნით და წაიყვანა ოფისში, ხოლო ადგილზე მისვლის შემდეგ, სარბანდმა სცადა სექსუალური ძალადობა ქალზე. ამის საპირისპიროდ, მსხვერპლის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ეს იყო წინასწარ განზრახვით ჩადენილი მკვლელობა, რადგანაც ჯაბარმა აღიარა, რომ დანა შეიძინა შემთხვევამდე ორი დღით ადრე.

პატიმრობა და სასამართლო პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაპატიმრების შემდგომ ორი თვის განმავლობაში ჯაბარი იყო იზოლირებულ ტყვეობაში, სადაც მას არ ჰქონდა საშუალება დაკავშირებოდა ოჯახს და არც ადვოკატს. 2009 წელს თეირანის სასამართლომ ბრალდებულის წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გამოიტანა. „ამნისტი ინთერნეიშენალის“ თანახმად, მართალია ჯაბარმა აღიარა, რომ მან ჩაარტყა დანა გარდაცვლილს, თუმცა ამტკიცებდა, რომ სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ იმყოფებოდა ვიღაც და სწორედ მან მოკლა სარბანდი.