რეიჩელ მაკ-ადამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეიჩელ მაკადამსი
Rachel McAdams, TIFF 2012 (bright crop).jpg
მაკადამსი შერლოკ ჰოლმზის გერმანულ პრემიერაზე
დაბ. თარიღი რეიჩელ ენ მაკადამსი
17 ნოემბერი, 1978 (1978-11-17) (39 წლის)
ლონდონი, ონტარიო, კანადა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2001 - დღემდე

რეიჩელ ენ მაკადამსი (ინგლ. Rachel McAdams დ. 17 ნოემბერი, 1978) — კანადელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს იორკის უნივერსიტეტში თეატრალური პროგრამის დასრულების შემდეგ, მაკადამსმა დაიწყო სამსახიობო კარიერა, თუმცა მხოლოდ 2004 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან ითამაშა თინეიჯერულ კომედია „საზიზღარ გოგონებსა“ და რომანტიკულ დრამა „უბის წიგნაკში“. 2005 წელს ის გამოჩნდა რომანტიკულ კომედია „დაუპატიჟებელ სტუმრებში“, თრილერ „წითელ თვალსა“ და ოჯახურ დრამა „სტოუნების ოჯახში“, რის შემდეგაც მედიამ „ახალ ჯულია რობერტსად“ შერაცხა. თუმცა, ამის შემდეგ მან შეწყვიტა კარიერა და უარი თქვა მთავარ როლებზე ფილმებში „ეშმაკი ატარებს პრადას“ და „კაზინო როიალი“.

მაკადამსი სამსახიობო კარიერას 2008 წელს დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ნაკლებად ცნობილ დამოუკიდებელ ფილმებში „ოჯახური ცხოვრებასა“ და „იღბლიანებში“, თუმცა 2009 წელს კვლავ ითამაშა პოპულარულ სურათებში, მათ შორისაა პოლიტიკური თრილერი „დიდი თამაში“, სამეცნიერო ფანტასტიკა „დროში მოგზაურის ცოლი“ და სათავგადასავლო ექშენი „შერლოკ ჰოლმზი“ და მის გაგრძელებაში 2011 წელს „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“ 2010 წელს მთავარი როლი შეასრულა კომედიაში „დილა მშვიდობისა„. 2011 წელს მაკადამსი გამოჩნდა ვუდი ალენის რომანტიკულ კომედიაში, „შუაღამე პარიზში“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2004 საზიზღარი გოგონები Mean Girls რეჯინა ჯორჯი
2004 უბის წიგნაკი The Notebook ელისონ ჰამილტონი
2005 დაუპატიჟებელი სტუმრები Wedding Crashers კლერ კლერი
2005 წითელი თვალი Red Eye ლიზა რაისერტი
2005 სტოუნების ოჯახი The Family Stone ემი სტოუნი
2007 ოჯახური ცხოვრება Married Life კეი ნესბიტი
2008 იღბლიანები The Lucky Ones კოლი დანი
2009 დიდი თამაში State of Play დელა ფრეი
2009 დროში მოგზაურის ცოლი The Time Traveler's Wife კლერ ებშირი
2009 შერლოკ ჰოლმზი Sherlock Holmes ირენ ადლერი
2010 დილა მშვიდობისა Morning Glory ბეკი ფულერი
2011 შერლოკ ჰოლმზი: აჩრდილების თამაში Sherlock Holmes: A Game of Shadows ირენ ადლერი
2011 შუაღამე პარიზში Midnight in Paris ინეზი
2014 ყველაზე საშიში ადამიანი A Most Wanted Man ანაბელ რიხტერი
2015 ყველაფერი კარგად იქნება Every Thing Will Be Fine სარა
2015 ნამდვილი დეტექტივი True Detective დეტექტივი ანტიგონე
2015 ალოჰა Aloha ტრეისი ვუდსაიდი
2015 პროჟექტორი Spotlight საშა პფეფერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: