რეზო ფანგანის დარბაზ-მაჩუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეზო ფანგანის დარბაზ-მაჩუბიარქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის თემის უბან ტუბერში.

ნაგებობას აღმოსავლეთიდან დემურ ფანგანის დარბაზ-მაჩუბი აქვს მიდგმული. შენობა აგებულია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე და გადახურვისთვის გამოყენებულია თუნუქის საბურავი. ამ მომენტში ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მხოლოდ პირველი სართულია შემორჩენილი, ხოლო მეორე სართულზე ხის მორებით აგებული დარბაზია მოწყობილი. პირველი სართულის ჩრდილოეთი კედელი ყრუა, დასავლეთზე ერთი სარკმელია გაჭრილი, ხოლო სამხრეთ კედელზე შესასვლელი კარი და ორი სარკმელია, რომლებიც აშკარად გვიანაა გაჭრილი. მაჩუბის ინტერიერი გადაკეთებულია, გადატიხრულია სივრცე, სართულშუა გადახურვის ძელები ჩამოწეულია და გასამაგრებლად ხის ძელები აქვს შემდგმული. ასევე კედლებზე საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიმჩნევა ნესტის და გამომარილების კვალი. ნაგებობის მძიმე მდგომარეობის გათვალსწინებით და მეორე სართულის დარბაზის არ ქონით, რეზო ფანგანის დარბაზ-მაჩუბის პროპორციები შედარებით შენარჩუნებულია და ის დემურ ფანგანის დარბაზ-მაჩუბთან ერთად უბნის ავთენტურ განაშენიანებას ინარჩუნებენ. ისინი დღესდღეობითაც ორგანულად ეწერებიან საერთო განაშენიანებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35104