რევოლუციური ნობათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„რევოლუციური ნობათი“ქართული ყოველდღიური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი, სოციალისტურ-რევოლუციონერთა პარტიის ქუთაისის კომიტეტის ორგანო. გამოდიოდა ქუთაისში 1918 წლის 20 მარტიდან 7 ივლისის ჩათვლით, გამოიცა 23 ნომერი. გამომცემელი-სარედაქციო კოლეგია. ბეჭდავდა პოლიტიკურ მიმოხილვას, საშინაო და საგარეო ინფორმაციას, სტატიებს სოფლის მეურნეობის, თეატრის, ხელოვნების, ლიტერატურის საკითხებზე. დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი პრესის მიმოხილვას. ჰქონდა ორკვირეული ლიტერატურული დამატება „ლიგეია“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]