რევაზ ჯიბუტი
რევაზ ჯიბუტი (დ. 31 აგვისტო, 1934, ჩოხატაური — გ. 27 მარტი, 1992) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1980). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985), სკკპ-ის წევრი 1976 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რევაზ ჯიბუტი დაიბადა ჩოხატაურში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი . 1960-1962 და 1964-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1962-1964 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1980 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტში ბირთვული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი იყო, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში — კათედრის გამგე. იკვლევდა მსუბუქი ბირთვების სტრუქტურასა და ბირთვულ რეაქციებს. მაღალი ენერგიების γ-კვანტებით მსუბუქი ბირთვების ფოტოგახლეჩის თეორიაში შრომათა ციკლისათვის მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1977).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 563.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი ფიზიკოსები
- დაბადებული 31 აგვისტო
- დაბადებული 1934
- გარდაცვლილი 27 მარტი
- გარდაცვლილი 1992
- ჩოხატაურში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები