რევაზ გურგენიძე (ოფთალმოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენიძე.

რევაზ ვლადიმერის ძე გურგენიძე (დ. 24 ოქტომბერი, 1931, თბილისი, — გ. 9 მარტი, 2005, იქვე) — ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1996). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1969).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1954). 1958-1978 წლებში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში, 1978-2005 წლებში იყო ოფთალმონევროლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი. მისი მუშაობის ძირითადი სფერო იყო ოფთალმოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების მნიშვნელობის შესწავლა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და სიმსივნური დაზიანების დიაგნოსტიკისა და დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის, აღნიშნული სიმპტომოკომპლექსების პათოგენეზური მექანიზმების ახსნა, მხედველობის გზის მსვლელობის და მისი სტრუქტურის დაზუსტება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მხედველობის გზის კლინიკური ანატომია, თბ., 2001 (თანაავტ. ი. ბერაძე);
  • თვალის მამოძრავებელი აპარატი და მისი დაზიანების სემიოლოგია, თბ., 2002.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]